გავაუმჯობესე ბებიას “ხალადნიკის” რეცეპტი, რათა მისი მომზადება უფრო სწრაფად გახდეს შესაძლებელი. დიდხანს გაგრილება არ დასჭირდება

0
110

ჭარხლის ცივი წვნიანი “ხალადნიკი” – დედაჩემის მეგობრის საფირმო სეზონური კერძია. ჩვენ გვიყვარს სტუმრობა მის აგარაკზე, სადაც ზაფხულში მაცივარში სიცხეს ემალება ხუთლიტრიანი ქვაბი, ცივი ლალისფერი წვნიანით. როცა გარეთ ცხელა და ჭამის სურვილი საერთოდ არ გაქვს, ჭარხლის “ხალადნიკი” სადილისთვის საყვარელი კერძი ხდება: ის ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს და წყურვილსაც შესანიშნავად კლავს.

მახსენდება, როგორ დაგვპატიჟა სულ პირველად ნათელა დეიდამ თავის აგარაკზე. ივლისის დასაწყისი წარმოუდგენლად მხურვალე აღმოჩნდა და ირგვლივ ყველა, განსაკუთრებით ქალაქელები, მაღალი ტემპერატურის გამო იტანჯებოდნენ. ამიტომ ჩვენ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, 2 დღით, ქალაქგარეთ გავემგზავრეთ.

ჩასვლა მოგვიწია მატარებლით, რომელსაც კომფორტულს ვერანაირად ვერ უწოდებდით, შემდეგ კი – კიდევ ოცი წუთის მანძილზე ფეხით ვიარეთ სოფლის გზაზე. ხეების ტოტები მზის პირდაპირი სხივებისგან გვიცავდნენ, მაგრამ ვერ გვჩუქნიდნენ დიდი ხნის ნანატრ სიგრილეს, რადგან დღის განმავლობაში ჰაერი აუტანლად გამთბარიყო.

დედაჩემის მეგობარი მხიარულად დაგვხვდა და ბაღში შეგვიძღვა, სადაც სუფრა იყო გაშლილი. სიცხისგან იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ ჭამის სურვილი არ გვქონდა, მაგრამ, წესის თანახმად, ნათელა დეიდას გავყევით. ”საღამოს მწვადს შევწვავთ, ახლა კი “ხალადნიკით” გაგიმასპინძლდებით!” – გვითხრა დიასახლისმა და თეთრ სუფრა გადაფარებულ მაგიდასთან დაგვსვა, თვითონ კი სახლში შევიდა საჭმელების გამოსატანად.

ერთი წუთის შემდეგ ჩვენს წინ უკვე შინდისფერი სუპის ულამაზესი ფიალები იდგა, რომლებშიც მწვანილ მოყრილი კვერცხის მეოთხედები ცურავდა. ჩვენ ჭარხლის “ხალადნიკი” ძალიან მოგვეწონა და ძალისა და ენერგიის ისეთი მოზღვავება ვიგრძენით, რომ დამატებაც კი მოვითხოვეთ! სადილის შემდეგ კი დედამ მეგობარს ჰკითხა, თუ როგორ ამზადებდა ამ კერძს.

თუ გაინტერესებთ, რეცეპტი ჩაიწერეთ!

ინგრედიენტები

  • 3 დიდი შინდისფერი ჭარხალი;
  • 1 კონა მწვანე კამა;
  • 1 კონა მწვანე ხახვი;
  • 4 კვერცხი;
  • 1 მწიკვი მარილი;
  • 1–2 ს.კ. შაქარი;
  • 3 კბილი ნიორი;
  • 1 ლიმონი;
  • 1 ჭიქა კეფირი;
  • 3 ცალი ახალი კიტრი;
  • 1 ჭიქა არაჟანი.

მომზადების წესი

1. ჭარხალი გარეცხეთ, ქერქი მოაშორეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და მოხარშეთ. შემდეგ ამოიღეთ და დადგით თეფშზე გასაცივებლად, ბულიონი კი – გასაცივებლად, ქვაბით ჩადგით თასში, სადაც ცივი წყალი იქნება ჩასხმული.

2. გაციებული ჭარხალი გახეხეთ მსხვილ სახეხზე. კიტრი და მწვანილი წინასწარ უნდა გაირეცხოს, რათა წყალი დროულად ჩამოიწუროს. კიტრი თხელ ზოლებად დაჭერით, მწვანილი კი – აკურატულად დააქუცმაცეთ, სქელი და მყარი ღეროები მოაშორებთ.

3. ორი კვერცხი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დანარჩენი ორი კი – დეკორაციისთვის დატოვეთ. დაქუცმაცებული პროდუქტები მომინანქრებულ ქვაბში მოათავსეთ და დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ.

4. ბოსტნეულს გაციებული ჭარხლის ნახარში დაასხით, დაამატეთ მარილი და შაქარი. ამის შემდეგ წვნიანში ნახევარი ლიმონი ჩაწურეთ. ქვაბში ნახევარი ჭიქა კეფირი ჩაასხით და კარგად აურიეთ. მზადაა!

ჭარხლის “ხალადნიკი”: რჩევა

კერძის კონსისტენცია თქვენი სურვილისებრ დაარეგულირეთ. თუ გსურთ, რომ უფრო წვნიანი გამოვიდეს ადუღებული და გაციებული წყალი დაამატეთ. მარილისა და შაქრის რაოდენობა გემოვნებით უნდა დაემატოს. “ხალადნიკი” 1 – 2 საათით მაცივარში უნდა გააჩეროთ და ის უფრო გემრიელი გახდება.

კერძი სუფრაზე ღრმა თეფშებში უნდა მიიტანოთ. შეგიძლიათ დაამშვენოთ კვერცხის ნაჭრებით, დაუმატოთ 1 კოვზი არაჟანი და უხვად მოაყაროთ მწვანილი. ზოგიერთი დიასახლისი “ხალადნიკში” მოხარშულ კარტოფილს და ახალ ბოლოკსაც ამატებს. პიკანტურობისთვის შეგიძლიათ დაუმატოთ შავი დაფქული ან ახალი ცხარე წითელი წიწაკა, ჩაის კოვზი მდოგვი ან ნიახური – ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.