გამოცდილ დიასახლისებს შეუძლიათ მოამზადონ ნოყიერი საჭმელები, თუნდაც პროდუქტების ყველაზე მინიმალური ნაკრებით. მათ ყოველთვის აქვთ მაშველი-რეცეპტები. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში სწორედ ასეთ რეცეპტებს შემოგთავაზებთ. მოხერხებულად დასხედით, აიღეთ კალამი და ჩაიწერეთ, როგორ უნდა მოამზადოთ ნოყიერი სწრაფი სალათი, მხოლოდ სამი ინგრედიენტისგან.
მთავარი პროდუქტი, რომელიც ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ყველა რეცეპტშია წარმოდგენილი, არის ქათმის ფილე. მისი შემცველი კერძები ძალიან ნოყიერი და წარმოუდგენლად გემრიელია. ამიტომ, დღეს ხორცის ნებისმიერი მოყვარული შეძლებს თავისთვის იდეალური რეცეპტის აღმოჩენას.
სამი ინგრედიენტისგან შემდგარი უგემრიელესი სალათი: მომზადების წესი
რეცეპტი № 1
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ქათმის ფილე;
- 1 ქილა დაკონსერვებული ლობიო;
- 260 გ დამარინადებული შამპინიონები;
- მარილი გემოვნებით;
- 2 მწიკვი დაფქული შავი პილპილი;
- მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში. აცადეთ, რომ გაცივდეს. დაჭეით პატარა კუბებად.
- ამოიღეთ სოკო მარინადიდან. დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაჭრილი სოკო ქათმის ფილეს შეურიეთ.
- შერეულ ინგრედიენტებს დაამატეთ დაკონსერვებული თეთრი ლობიო. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- სალათს დაამატეთ მაიონეზი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი საფუძვლიანად. სურვილისებრ, სალათს დაუმატეთ მრგვლად დაჭრილი მწვანე ხახვი.
რეცეპტი №2
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ქათმის ფილე;
- 200 გ მყარი ყველი;
- 2 ცალი ახალი კიტრი;
- მარილი გემოვნებით;
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
- მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- მოხარშეთ ქათმის ფილე ოდნავ მარილიან წყალში. გასაგრილებლად ბულიონში დატოვეთ, რომ უფრო წვნიანი იყოს. შემდეგ ხორცი კუბებად დაჭერით და ღრმა თასში გადაიტანეთ.
- მყარი ყველი პატარა კუბებად დაჭერით. კიტრი გარეცხეთ, გააშრეთ და ასევე კუბებად დაჭერით, როგორც დანარჩენი ინგრედიენტები.
- ქათმის ფილეს შეურიეთ მყარი ყველი და კიტრი. მოაყარეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი.
- შერეულ პროდუქტებს დაამატეთ მაიონეზი. კარგად აურიეთ. სალათი მზადაა!
რეცეპტი №3
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ქათმის ფილე;
- 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი;
- 200 გ კორეული სტაფილო;
- მარილი გემოვნებით;
- დაფქული შავი პილპილი გემოვნებით;
- მაიონეზი გემოვნებით.
მომზადების წესი:
- მოხარშული ქათმის ფილე დაანაწევრეთ ბოჭკოებად ან აკურატულად დაჭერით ზოლებად. ჩაყარეთ ხორცი ღრმა თასში.
- ქათმის ფილეს დაუმატეთ დაკონსერვებული სიმინდი და კორეული სტაფილო. მოაყარეთ მარილი და დაფქული შავი პილპილი გემოვნებით.
- სალათს მოასხით მაიონეზი. კარგად აურიეთ. გემრიელად მიირთვით!
საყინულეში ქათმის ფილე გაქვთ? ეს იმაზე მეტყველებს, რომ დიდხანს არ მოგიწევთ ფიქრი იმაზე, თუ რა სახის ხემსი მიიტანოთ სუფრაზე. თქვენი მთავარი ამოცანა იქნება ზემოთ ჩამოთვლილი სამიდან ერთ-ერთი რეცეპტის არჩევა.