გოგრის ორცხობილა ქიშმიშით: ჯანსაღი სასუსნავი

1689

სიმყუდროვე – ესაა თბილი სახლი, ჩაი და გოგრის რამდენიმე არომატული ორცხობილა. ნარინჯისფერი ლამაზმანი ჩვენ შემოდგომის მზიანი დღეებისა და ლამაზი ფოთოლცვენის შესახებ გვახსენებს. ყველაზე წვიმიანი დღე გაცილებით ნათელი გამოჩნდება, თუ სახლში გემრიელი ნამცხვრის სუნი დგას. დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით გოგრის ორცხობილების მომზადებას, ხრაშუნა ქერქით, რასაც სულ 30 წუთი დასჭირდება.

გოგრის ორცხობილა

გადადგით მობეზრებული გოგრის ფაფა გვერდზე და დაიწყეთ უფრო გემრიელი რამის მომზადება. რეცეპტი სადღესასწაულოცაა და სამარხვოც – იგი არ შეიცავს კვერცხსა და კარაქს.

ინგრედიენტები

  • 250 გ გოგრა
  • 100 გ შაქარი
  • 300 გ ფქვილი
  • 50 გ ქიშმიში
  • 50 გ ბერძნული კაკალი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი

მომზადება

1. გოგრის ორცხობილები გოგრის პიურესგან მზადდება. გაწმინდეთ გოგრა და დაჭერით პატარებად, რათა იგი სწრაფად მომზადდეს.

2. დაასხით გოგრის ნაჭრებს წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, პატარა ქვაბში, დარბილებამდე – დაახლოებით 20 წუთით.

3. როცა გოგრა მოიხარშება, გადაღვარეთ სითხე და მოამზადეთ პიურე. შეგიძლიათ ბლენდერის გამოყენებაც.

4. შეურიეთ შაქარი, მცენარეული ზეთი და გოგრის პიურე ერთმანეთს, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

5. გარეცხეთ ქიშმიში და დააქუცმაცეთ კაკალი, შემდეგ შეურიეთ ისინიც გოგრის პიურეს.

6. გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი და თანდათან დაუმატეთ გოგრის მასას. მოზილეთ რბილი ცომი. თუ იგი ცოტათი ეწებება ხელებს, ეს უკეთესია, ვიდრე ზედმეტი ფქვილის გამოყენება და დატკეპნილი ორცხობილების გამოცხობა. მთავარია, ცომი ფორმას ინარჩუნებდეს.

შეურიეთ შაქარი და დარიჩინი ცალკე ჭურჭელში.

8. მზა ცომი აქციეთ ბერძნული კაკლის ზომის ბურთულებად და ოდნავ დააბრტყელეთ. ამოავლეთ ცომის ბურთულები დარიჩინისა და შაქრის მასაში და მოათავსეთ ორცხობილა პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე.

9. აცხვეთ ორცხობილა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს