ნოემბერში, როგორც იქნა, მივირთმევთ კომბოსტოს მწნილის პირველ ულუფებს და საქმიანი დიასახლისები იწყებენ თავიანთი შრომის შედეგების გაზიარებას. სხვათა შორის, ხშირად ხდება ისე, რომ, მიუხედავად ყოველგვარი რეცეპტისა თუ ხრიკისა, კომბოსტო არ გამოდის გემრიელი: მწარე, ლორწოვანი და არა ხრაშუნა. ეს იმიტომ, რომ “არის ერთი ნიუანსი!” ამ სტატიის თემაა – როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი დიდი რაოდენობით, სწორად და გემრიელად.
სერიოზულად რომ ვთქვათ, რამდენიმე ნიუანსი არსებობს, და ჩვენი რედაქცია დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მას ახლავე.
როგორ მოვამზადოთ კომბოსტოს მწნილი
სანამ უშუალოდ რეცეპტზე გადავალთ, გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც კომბოსტოს მწნილის საბოლოო გემოზე ახდენს გავლენას.
პირველი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი – ესაა მთვარე. დიახ-დიახ, არ მოგეჩვენათ! კომბოსტოს მწნილი გემრიელი რომ გამოვიდეს, მისი მომზადება მთვარის გადიდების პერიოდში უნდა დაიწყოთ. ასევე, ბევრს სწამს, რომ მწნილი ხრაშუნა რომ გამოვიდეს, იგი უნდა მოამზადოთ იმ დღეს, რომლის სახელშიც “რ”-ასო შედის: ორშაბათი, პარასკევი და კვირა.
ასევე, ამბობენ, რომ მზარეულ ქალს არ უნდა ჰქონდეს კრიტიკული დღეები! თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, გემრიელ და ხრაშუნა მწნილს ვერ მიიღებთ. მამაკაცებისთვის ეს პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ, მათი სამზარეულოში შეყვანა მარტივი არაა.
ახლა კი უშუალოდ რეცეპტი
1. დააქუცმაცეთ იმდენი კომბოსტო, რომ ამით სამლიტრიანი ქილა პირთამდე გაივსოს. დაუმატეთ ცოტაოდენი სტაფილო, თუმცა ფანატიზმის გარეშე, თუ სტაფილოსფერი მწნილის მიღება არ გსურთ. დატკეპნვა საჭირო არაა.
2. მოამზადეთ მარინადი: აიღეთ 1 ლ მდუღარე წყალი და დაუმატეთ 1 ს.კ. მარილი (კოვზზე მაღალი). მთავარია, არ გადააჭარბოთ, თორემ კომბოსტოს გარეცხვა მოგიწევთ.
3. ახლა კომბოსტო გააჩერეთ მარინადში 5-6 დღით, ოღონდ ყოველდღიურად მოურიეთ, რათა დუღილის პროცესის პროდუქტი (გაზები) არ დაგროვდეს.
4. მაშ ასე, გაზები გამოვიდა. ახლა მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილებში, დაუმატეთ 500 მლ მარინადი, 2 კოვზი შაქარი და დააჭირეთ კომბოსტოს ჩანგლით ისე, რომ შაქარი მარინადში ჩაიძიროს. დადგით კომბოსტოს ქილები ცივ ადგილას კიდევ 2 დღით და ვუალა! კომბოსტო მზადაა.
ამ შესანიშნავი მეთოდის დეტალებისთვის, იხილეთ ვიდეო: