გემრიელი ბოსტნეულის სალათის რეცეპტი პაკეტში

220

სალათი უბრალოდ დაჭრილი ბოსტნეული და ზეთის ან მაიონეზით მორთვა არაა. სწორი რეცეპტის დახმარებით ზესასარგებლო და გემრიელი წასახემსებლის მომზადებას შეძლებთ, რომლის საიდუმლოს გაგების სურვილი ყველა სტუმარს ექნება.

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ძალიან გემრიელი ბოსტნეულის სალათი. ეს კერძი თქვენს პირად კულინარიულ წიგნში საპატიო ადგილს დაიკავებს.

გემრიელი ბოსტნეულის სალათი

ინგრედიენტები:

  • 1 დიდი ზომის სტაფილო
  • 2 ყაბაყი
  • 2 ჭარხალი
  • 1 დაიკონი
  • 1 კონა ფოთლოვანი ნიახური
  • 3 ს/კ ღვინის ძმარი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ ლერწამის შაქარი
  • 30 მლ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ბოსტნეულის დასამწნილებლად შესაფერი ჭურჭელი შეარჩიეთ. ამისთვის ჩვენ დიდ პაკეტს ვიყენებთ – ასე უფრო მოსახერხებელია. სალათისთვის საჭირო ბოსტნეული გარეცხეთ და გაასუფთავეთ.

2. ბოსტნეულის საჭრელით ყაბაყი დაჭერით და პაკეტში მოათავსეთ.

3. ჭარხალიც ასე დაჭერით და პაკეტში ჩადეთ.

4. ახლა დაიკონი დაჭერით, რომ ასევე პაკეტში ჩადოთ. სიტყვაზე, დაიკონს ზოგი ბოლოკით ცვლის, ზოგიც კი ამ იაპონური ბოლოკის ნაცვლად ხახვის თხელ რგოლებს იყენებს.

5. ბოსტნეულს დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ. ამ ეტაპზე ბოსტნეულის ინგრედიენტებისგან საერთო წონა 1 კგ-ზე ცოტა მეტი გამოგივათ.

6. ფოთლოვანი ნიახური დაჭერით. თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი მწვანილი გამოიყენოთ, რომელიც სხვა ინგრედიენტებს კარგად ერწყმის.

7. როცა ყველა ბოსტნეულს და მწვანილს ერთ პაკეტში ან ჭურჭელში მოათავსებთ, შაქარი, მარილი, ძმარი, დაქუცმაცებული ნიორი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

8. ჭურჭელს თავსახური კარგად დაახურეთ (ან პაკეტი მჭიდროდ შეკარით) და რამდენჯერმე კარგად შეანჟღრიეთ, რომ ბოსტნეული მარინადში კარგად აურიოთ. ამის შემდეგ ბოსტნეული ოთახის ტემპერატურაზე 90 წუთით გააჩერეთ. დროდადრო შეანჟღრიეთ, რომ ბოსტნეული თანაბრად დამწნილდეს.

9. სალათი მზადაა. გემრიელი, ხრაშუნა და წვნიანი სალათი შეგიძლიათ ახლავე მიირთვათ.

ასეთი სალათი ნებისმიერ ხორცს უხდება, თუმცა მის გარეშეც სრულყოფილ კერძს წარმოადგენს. ბოსტნეული ბევრ წვენს უშვებს და მადისაღმძვრელ ფერს ქმნის. თუ ამ კერძს პირველივე დღეს ბოლომდე არ შესანსლავენ, მეორე დღეს კიდევ უფრო გემრიელი იქნება.

ბოსტნეულზე ექსპერიმენტები საკუთარი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ ჩაატაროთ ან უკვე მზა სალათს ინგრედიენტები დაუმატოთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივი ძმარი გამოიყენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები რაოდენობით დაუმატეთ. როგორც ხედავთ, ეს მარტივი და გემრიელი ბოსტნეულის სალათი თქვენი მოთხოვნების მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ. სწორედ ამიტომ, სალათის მომზადება ნამდვილად ღირს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს