შოკოლადის პასტის მომზადების ინსტრუქცია, ნუტელას დაუვიწყარი გემო შინაურ პირობებში.

2385

“ნუთელა” – იტალიური სავაჭრო ნიშნის, “ფერეროს” მსოფლიოში ცნობილი ბრენდია, რომელიც უკვე 50 წელია, სხვადასხვა ქვეყანაში შოკოლადის პასტას უშვებს.

2016 წლის მაისში, კვების პროდუქტების უსაფრთხოების ევროპულმა სააგენტომ (ЕFSА) განაცხადა, რომ მეცნიერებმა “ნუთელაში” აღმოაჩინეს გლიციდოლი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებების გამოწვევა შეუძლია. ЕFSА-ს ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აღნიშნული მასის ზომიერი მიღებაც კი ვნებს ბავშვების ჯანმრთელობას.

“ნუთელა” მარტივად მზადდება საშინაო პირობებში, თანაც, მიიღებთ ნაყიდზე რამდენჯერმე უფრო გემრიელ, სასარგებლო და იაფ ტკბილეულს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შინ მომზადებულ პასტაში კანცეროგენულ პალმის ზეთს, კონსერვანტებსა და საღებავებს ნამდვილად ვერ იპოვით.

შინ მომზადებული შოკოლადის პასტა “ნუთელა” – ნამდვილი სიამოვნებაა, თანაც ჯანმრთელობის ვნების გარეშე. რთულია, უარი თქვათ გემოების ასეთ ნაზავზე: ნაზი თეთრი პური, არომატული “ნუთელა” და ფინჯანი ყავა.

შოკოლადის პასტის მომზადება

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა რძე
  • 1.5 ს.კ. ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. კაკაო
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 3 ს.კ. ბერძნული ან ტყის თხილი

მომზადება

1. შეურიეთ თასში შაქარი, კაკაო და ფქვილი.

2. მცირე ულუფებად დაუმატეთ მშრალ ინგრედიენტებს რძე. მუდმივად ურიეთ, კენჭები რომ არ გაჩნდეს.

3. აადუღეთ მასა ნელ ცეცხლზე, მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიწვას.

4. მოაშორეთ თხილს ნაჭუჭი და მოხალეთ. დააფქვიეთ ყავის საფქვავში, ბლენდერში ან დახეხეთ სახეხზე.

5. დაუმატეთ დაქუცმაცებული თხილი და კარაქი პასტას.

6. მოხარშეთ პასტა ნელ ცეცხლზე, სანამ იგი არ გასქელდება არაჟნის კონსისტენციამდე.

7. გააგრილეთ მზა პროდუქტი და მოათავსეთ თავსახურიან ქილაში. შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!

საშინაო პასტა “ნუთელა” არ შეიცავს მავნე დანამატებს, ამიტომ ასეთი ტკბილეული თავისუფლად მიეცით ბავშვებს, ნუ შეგეშინდებათ მათი ჯანმრთელობის გამო.

თქვენ გიყვართ შოკოლადის პასტა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს