როგორ გამოვაცხოთ ხაჭოს “ნაპოლეონი”

924

არ არსებობს დღესასწაული, რომელიც ტკბილი ნამცხვრის გარეშე ჩაივლის. დესერტი – ეს ისაა, რის გამოც კუჭში ადგილს ვიტოვებთ სადღესასწაულო სუფრის ბოლოს. დიასახლისის მთავარი კერძი, აუცილებელი ტკბილეული და არასასურველ სიმსუქნეში დამნაშავე – ტორტი.

ხაჭოს “ნაპოლეონი”

კლასიკური რეცეპტი ხაჭოს არ მოიცავს, თუმცა, სწორედ ხაჭოს წყალობით ხდება ცომი უფრო რბილი და წვნიანი. ამ ტორტის სადღესასწაულო იერიც საკმარისია იმისათვის, რომ ნერწყვებმა დაგახრჩოთ… ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ხაჭოს “ნაპოლეონის” რეცეპტს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 500 გ ფქვილი
  • 170 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 400 გ ხაჭო
  • 8 გ ვანილინი
  • 2 კვერცხი
  • 10 გ გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 1.5 ლ რძე
  • 250 გ შაქარი
  • 6 კვერცხი
  • 200 გ კარაქი
  • 10 გ ვანილინი
  • 4 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. სახამებელი

მომზადება

1. მოათავსეთ ხაჭო ღრმა თასში, დაუმატეთ შაქარი, ვანილინი და კვერცხი.

2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად შეურიეთ ხელებით.

3. თანდათან დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ვანილინი. მოზილეთ რბილი ცომი, რომელიც ხელებს არ ეწებება.

4. დაყავით ცომი 7 თანაბარ ნაწილად და შედგით მაცივარში 30 წუთით.

5. პერგამენტის ქაღალდზე თხელ ფენად გააბრტყელეთ 1 ნაჭერი ცომი, ზემოდან დაადეთ 20 სმ დიამეტრის თეფში და მოჭერით ცომის ნარჩენები.

6. აცხვეთ ფირფიტები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით, ოქროსფრამდე.

7. ცომის ნარჩენებიც უნდა გამოაცხოთ და დააქუცმაცოთ ბლენდერით ან დანით, რათა ბოლოს მზა ტორტს მოაყაროთ.

8. კრემის მოსამზადებლად, აადუღეთ 1.2 ლ რძე ნელ ცეცხლზე.

9. თასში შეურიეთ დარჩენილი 300 მლ რძე, კვერცხი, ვანილი, შაქარი, სახამებელი და ფქვილი.

10. წვრილ ნაკადად დაუმატეთ კვერცხის მასას ადუღებული რძე, შეუწყვეტლად ურიეთ. აადურეთ საერთო მასა, გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.

11. მზა კრემი ათქვიფეთ კარაქთან ერთად, გათეთრებამდე.

12. ააწყვეთ ტორტი და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

13. ბოლო შტრიხი – მოაყარეთ გაჟღენთილ ტორტს ნამცეცები.

ხაჭოს ნაპოლეონი მზადაა, დროა, ჩაი დააყენოთ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს