ასე მზადდება ყველაზე ნაზი ლორი, რომელიც ბავშვებისთვისაც კი ნებადართულია

230

ლორი, წითელი ან შავი ხიზილალისგან განსხვავებით, ყველასათვის ხელმისაწვდომია. ეს შესანიშნავი პროდუქტი აძლიერებს იმუნიტეტს და კარგადაც ანაყრებს ადამიანს. მისი მირთმევისას გასუქების არ უნდა გეშინოდეთ, რადგან ლორს ძალიან დაბალი კალორაჟი აქვს. იგი შეიცავს ყველა ორგანიზმისთვის აუცილებელ მონოუჯერ ოლეინისა და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ლორი განსაკუთრებით ძვირფასია არაქიდონური მჟავის შემცველობის გამო, რომელიც პასუხს აგებს ქოლესტერინის დონის ნორმალიზებასა და ჰორმონების გამომუშავებაზე.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი ლორი უფრო გემრიელ მარინადში. მთავარია, არ გამოიყენოთ თხემის ნაწილიდან აჭრილი ლორი, რომელსაც უსიამოვნო სუნი აქვს.

ლორი მარინადში

ინგრედიენტები

  • 1 კგ ლორი
  • 1 ჭიქა მარილი
  • 0.5 ჭიქა შაქარი
  • 1 ლ წყალი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთლები
  • ნიორი

მომზადება

1. დაუმატეთ წყალს შაქარი, მარილი, პილპილი და დაფნა. აადუღეთ და გააგრილეთ.

2. წვრილად დაჭერით ნიორი ან დაჭყლიტეთ და მოაყარეთ ლორს.

3. მიღებული მარინადი მოასხით ლორს და დააყენეთ 1 დღით სამზარეულოში, ხოლო კიდევ 1 დღით – მაცივარში. შემდეგ გადმოდეთ ხელსახოცზე, რათა ზედმეტი მარინადი გაიწოვოს.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს