ყველას ახსოვს საბედისწერო მაცდური ქალი ფილმიდან “ბრილიანტის ხელი”. მაშინ მთელი ქვეყანა აღფრთოვანებული იყო ამ ქალის სილამაზითა და იდეალური ფიგურით. გასაკვირი ის არის, რომ მრავალი წლის შემდეგაც კი, ამ როლის შემსრულებელი სვეტლანა სვეტლიჩნაია კვლავ შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გეტყვით, რაში მდგომარეობს ვარსკვლავური დიეტა, რომელიც ეხმარება მსახიობს სხეულის კარგი ფორმის შენარჩუნებაში.
ვარსკვლავური დიეტა, რომელსაც იყენებს სვეტლანა სვეტლიჩნაია
ზემოხსენებულ ფილმში შესრულებულმა როლმა ახალგაზრდა მსახიობს მართლაც დიდი წარმატება მოუტანა. ჯერ კიდევ მაშინაც კი, ბევრ ქალს სურდა გაეგო საიდუმლო, თუ როგორ უნდა მიაღწიო ასეთ თხელ წელს. ბოლო ფოტოების დათვალიერებისას ძნელი დასაჯერებელია, რომ სვეტლანა სვეტლიჩნაია 81 წლისაა. თუმცა, ტანსაცმლის ზომები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. სხეულის ფორმის შესანარჩუნებლად ის სპეციალურ დიეტას მიმართავს. სწორედ ამ დიეტის შესახებ გიამბობთ დღევანდელ სტატიაში.
კვებითი წესები 10 დღის განმავლობაში ვარსკვლავური დიეტის მიხედვით
უპირველეს ყოვლისა, მსახიობის თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარგი მოტივაცია. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად, როგორც წესი, ლამაზი სამოსია. ელეგანტური კაბის გულისთვის, ის მზად არის ნაკლები მიირთვას. ამ სიტყვების დადასტურება შეგიძლიათ ნახოთ პაპარაცების ფოტოებში. სვეტლანა სვეტლიჩნაიას ძალიან უყვარს დახვეწილი სამოსი, განსაკუთრებით მინი კაბები, რომლებიც, აღსანიშნავია, რომ მსახიობს იდეალურად უხდება.
ვარსკვლავური დიეტა, რომელსაც სელებრითები მიმართავენ, 10 დღეზეა გათვლილი. ამ პერიოდის განმავლობაში დიეტა შედგება პროდუქტების საკმაოდ მწირი ჩამონათვალისგან. დღეში მხოლოდ 3-ჯერ შეგიძლიათ საკვების მიღება. წონის დაკლების ამ მეთოდის გამო ორგანიზმი სწრაფად იშორებს ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბ რეზერვებს, ამასთანავე ტოვებს ყველაფერს, რაც მას სჭირდება.
10 დღიანი დიეტა
პირველი ორი დღის მენიუ შედგება მხოლოდ კეფირისგან. თუმცა, ასეთ დიეტაში ნახშირწყლების დასამატებლად, სვეტლანა სვეტლიჩნაია ყოველ 200 გ პროდუქტს 1 ჩ/კ-ს თაფლს უმატებს.
მესამე და მეოთხე დღეს მსახიობი მხოლოდ ვაშლს მიირთმევს. თუმცა რაოდენობა არანაირად არ არის შეზღუდული. გარდა ამისა, არ არის აუცილებელი მხოლოდ ახალი ხილის ჭამა. შეგიძლიათ, ვაშლი ღუმელში გამოაცხოთ ან დალიოთ ახლად გამოწურული ვაშლის წვენი.
მომდევნო 5 დღის განმავლობაში ვარსკვლავური დიეტა გულისხმობს კალორიების რაოდენობის გაზრდას. სახელგანთქმული ვარსკვლავი მიირთმევს ორთქლზე მომზადებულ ან მოხარშულ ქათმის ფილეს და ბოსტნეულის გარნირს.
დიეტის მე-10 დღეს დასაშვებია 50 გ ყველი. მსახიობი ამ დღეს ერთ ჭიქა მშრალ წითელ ღვინოსაც სვამს.
სვეტლანა სვეტლიჩნაიას ეს ვარსკვლავური დიეტა საშუალებას მოგცემთ მოკლე დროში მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ რაციონის შეცვლამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ვინაიდან ყველას არ შეუძლია დიეტის დაცვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუმცა, შეგიძლიათ თამამად სცადოთ წონის დაკლების ეს მეთოდი, თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ გაქვთ. მსახიობი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს დიეტა აძლევს საშუალებას მას, რომ ასეთ სოლიდურ ასაკში, შეინარჩუნოს წონა 55 კგ -ის ფარგლებში. დამეთანხმეთ, რომ შედეგი შთამბეჭდავია.