ჯანმრთელობასთან დაკავშირებული 8 პრობლემა, რომელსაც სელის თესლის სასარგებლო კოქტეილი მოაგვარებს

1922

ნებისმიერი მცენარის თესლი მინერალებით, ვიტამინებით და მკვებავი ნივთიერებებით მდიდარია.

ადამიანები უკვე დიდი ხანია ისეთ მეთოდს ეძებენ, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვას და კვებას უფრო ეკოლოგიურს და სწორს გახდის. ამ მხრივ სელის თესლი ყველაზე პოპულარულია. ის სხვებზე უფრო სასარგებლოდ ითვლება. მას სად არ იპოვით, იოგურტებიც კი მას გვერდს არ უვლის.

საქმე იმაშია, რომ სელის თესლი დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმებს შეიცავს, მათ შორის აუცილებელ ომეგა 3-ს, ალფა-ლინოლენურ მჟავას, რომელიც უჯრედული მემბრანის ფუნქციონირებას ხელს უწყობს. ასევე სელის თესლი ლინგანებს, ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, შეიცავს, რომელიც ესტროგენის მსგავსად მოქმედებს. ადამიანის მიერ მოხმარებული სხვა პროდუქტი უფრო მეტ ლინგანს არ შეიცავს.

სელის თესლის გამოყენება რამდენიმე შემთხვევაში დაგეხმარებათ. მაგალითად, როცა ქოლესტერინის დონის შემცირება გჭირდებათ. დღეში 2 ს/კ სელის თესლი მიირთვით და ორგანიზმი ნორმაში ჩადგება.

ეს თესლი თქვენს თმას, კანს და ფრჩხილებს დაეხმარება. ვიტამინებით გაჯერებული სელის თესლი მშრალ კანსაც გამოკვებავს და პრობლემებს აღმოფხვრის. არ დაგავიწყდეთ, რომ სელის თესლს დიდი რაოდენობით წყალი უნდა დააყოლოთ.

როგორც უკვე ვთქვით, სელის თესლი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია. სელის თესლის დახმარებით ჰორმონალური ფონი რეგულირდება და სხეულის დაბერების პროცესი ფერხდება. ამასთან, წონაში დასაკლებად შესანიშნავი დამხმარეა. ის დანაყრების შეგრძნებას გვანიჭებს და ორგანიზმს ისეთი ნივთიერებებით ავსებს, რომლებიც საკვების მოთხოვნის სურვილს აქრობს.

სელის თესლის მოხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს. მასში შემავალი ალფა-ლინოლენური მჟავა საჭმლის მომნელებელ ტრაქტს იცავს.

სელის თესლის მოხმარება სიმსივნის წარმოქმნისგან დაგიცავთ. ქალებს მენოპაუზის დროს ეხმარება. შეგიძლიათ ჰორმონალური საშუალებების ნაცვლად 4 კოვზი სელის თესლი მიირთვათ.

ამ პატარა ნაყოფს ასეთი სასარგებლო თვისებები აქვს! და ბოლოს – სასარგებლო სელის თესლის კოქტეილის მომზადების ვიდეო რეცეპტი:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს