აშშ-ელი მეცნიერები: წითელი წიწაკის მოხმარება სიცოცხლეს ახანგრძლივებს

822
photo by pxfuel

წითელი წიწაკის უამრავი სახეობა არსებობს – ხალაპენიოთი დაწყებული, კაიენურით დასრულებული. ყველა მათგანი მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოში სანელებლებად გამოიყენება. ძირითად მოქმედ ნივთიერებას, რომელსაც წითელი წიწაკა შეიცავს, წარმოადგენს კაპსაიცინი, რომელიც პასუხს აგებს არამხოლოდ ცხარე, უნიკალურ გემოზე, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მოქმედებაზეც.

ვიტამინებითა და მინერალებით (C, B6, K1, A ვიტამინები, კალიუმი, სპილენძი, მცენარეული ნაერთები: ლუტეინი, კაპსაიცინი) გაჯერებული წითელი წიწაკა უზომოდ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, კარდიოლოგთა ამერიკული კოლეჯის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა კავშირი წითელი წიწაკის (კერძოდ, ჩილის) მოხმარებასა და ცხოვრების საერთო ხანგრძლივობას შორის.

წიწაკა ჩილის რეგულარული მოხმარება ნაადრევი გარდაცვალების რისკს ამცირებს

წიწაკა ჩილი რეგულარულად გამოიყენება ხმელთაშუაზღვისპირულ დიეტაში – კვების მეთოდში, რომელსაც ექიმები ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ საუკეთესო რაციონად მიიჩნევენ. აქამდე ძალიან ცოტა კვლევა იყო ჩატარებული, ჩილისა და ნაადრევი გარდაცვალების რისკს შორის კავშირის შესახებ. ამიტომ ამ ახალ კვლევაში გადაიხედა 22 000 ზრდასრული იტალიელი ქალისა და მამაკაცის ისტორია.

კვლევის ბოლოს, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩილის წიწაკის რეგულარული მოხმარება დაკავშირებული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან საერთო სიკვდილით გარდაცვალების დაბალ რისკთან.

წიწაკის სასარგებლო თვისებების მისაღებად, საუკეთესო გზაა მისი უფრო ხშირი მოხმარება. ნებისმიერი სახეობა, გარდა ბულგარულისა, შეიცავს კაპსაიცინს. თუ ჯერ კიდევ არ ხართ ცხარე საკვებს მიჩვეული, დაიწყეთ უფრო რბილი სახეობებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს