ცუდი ქოლესტერინის შესამცირებლად ვაშლის მოხმარება მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდია. სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის მაღალი დონე ინფარქტის და ინსულტისკენ მიდრეკილებას უკავშირდება, რადგან ამ ტიპის ქოლესტერინს არტერიების კედლებზე დალექვა ახასიათებს და ათეროსკლეროზს იწვევს.
ამრიგად, დღეში 2 ვაშლის მოხმარება არა მხოლოდ „ცუდ“ ქოლესტერინს შეამცირებს, არამედ ცხოვრებისთვის სახიფათო გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასაც თავიდან აგაცილებთ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მეცნიერები აცხადებენ, წერს The Times Hub.
გამოცემის მონაცემებით, ბრიტანელმა სპეციალისტებმა 40 ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს, კვლევა მთელი 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროში მონაწილეები დღეში 2 ვაშლს ჭამდნენ, შემდეგ კი ექიმები სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას ამოწმებდნენ. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით ექიმები ამბობენ, რომ ვაშლის რეგულარული მოხმარება გულის და სისხლძარღვების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს.
„ვაშლის მიღების დროს მისი ორგანული ნაერთების მოქმედების ხარჯზე არაჯანსაღი არტერიების რაოდენობა 4%-ით შემცირდა. გარდა ამისა, სისხლძარღვები უფრო მოქნილი და ნაკლებად დაძაბული გახდა“ – გვიზიარებენ მკვლევარები.
კვლევის ავტორები გირჩევენ, რომ დღეში 2 ვაშლი მოიხმაროთ, რომ არტერიები „ცუდი“ ქოლესტერინისგან დაიცვათ. მათი თქმით, ვაშლის ჭამის ჩვევა ჰიპერტონიის და გულის შეტევის რისკს ამცირებს.
ამასთან, სპეციალისტები გირჩევენ, რომ ვაშლი სხვა საკვებისგან დამოუკიდებლად მიიღოთ, რომ კუჭში დუღილი და საკვების ლპობა არ დაუშვათ.