ეგვიპტელი ექიმი, სიჰამ სუკია თვლის, რომ ჰიპერტონიკებმა (ინდივიდუალური უკუჩვენების არ არსებობის შემთხვევაში) თავის რაციონში სოკოს წვნიანი აუცილებლად უნდა ჩართონ.
ექიმი სიჰამ სუკიას მოსაზრებები The Times Hub-ში გამოაქვეყნეს. სპეციალისტი სოკოს წვნიანის მიღებას არ ამხოლოდ ჰიპერტონიკებს, არამედ სხვებსაც ურჩევს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. ეს კერძი მკვებავია და ძლიერი ჯანმრთელობის და მოხდენილი ფორმების შესანარჩუნებლად სასარგებლოა, აღნიშნავს ექსპერტი.
„სოკოს წვნიანი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებს, მასთან ერთად კი იმუნურ სისტემას აუმჯობესებს. გირჩევთ, რომ ეს კერძი ხშირად მიირთვათ ზამთარში, როცა ვირუსული დაავადებების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება“ – გვიზიარებს სიხამ სუკია.
ეგვიპტელი ექიმის თქმით, სოკოს წვნიანის რეგულარული მოხმარება სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებს და გულის დაავადების პროფილაქტიკას წარმოადგენს.
„ჰიპერტონიის მქონე ხალხისთვის სოკოს წვნიანი განსაკუთრებით რეკომენდებულია, რადგან მისი რეგულარული მოხმარების დროს არტერიული წნევის შემცირება აღინიშნება“ – აღნიშნავს სპეციალისტი.
ექსპერტი ამატებს, რომ სოკოს წვნიანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება გააჩნია. ის ორგანიზმს სიმსივნისგან იცავს. ეს ეფექტი სოკოში დიდი რაოდენობით შემავალი მიკროელემენტების ხარჯზე მიიღწევა: კალიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, მანგანუმი, იოდი და სპილენძი, ამინომჟავა, ანტიოქსიდანტები და ვიტამინები.
ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის სოკოს მიღება უკუჩვენებულია ან მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ შეიძლება იყოს დაშვებული. პირველ რიგში, ეს ეხება თირკმლის, ღვიძლის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენტებს.