მარტივი, ეფექტური და ნატურალური საშუალება თქვენი ორგანიზმისთვის! აგტკივდათ ზურგი, ხერხემლის თიაქარი გაქვთ, ფეხი გადაგიბრუნდათ, სახსრები გიკანკალებთ – შეიზილეთ ეს მალამო, დაიდეთ ქაღალდის ხელსახოცი და შეიხვიეთ მსუბუქად. კალკი ან პოლიეთილენი არ დაიდოთ – დანართი უნდა “სუნთქავდეს”.
დილისთვის ტკივილები ჩაცხრება, რამდენიმე დღეში კი დაგავიწყდებათ, რომ რაღაც გტკიოდათ. შვებას აუცილებლად იგრძნობთ. როცა წამლების მიღება სხვა პრობლემების გამო არ შეიძლება, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ.
5 აბი მუმიე გააზავეთ 5 წვეთ წყალთან კბილის ჩხირით, სანამ აბები სრულად არ გაიხსნება. ეცადეთ, წამლის ყველა ნაწილაკი გახსნათ და, თუ ძალიან სქელი გამოვა, დაუმატეთ 2 წვეთი წყალი.
ახლა შეურიეთ ეს მასა 1 ს.კ. ტუხტის ზეთსა და 3 ს.კ. თაფლს. მალამო მზადაა! მოათავსეთ თავსახურიან ქილაში, მოხმარებამდე კი მოურიეთ.
მალამო კანზე არაუმეტეს 1მმ-იანი ფენით უნდა წაისვათ, შეგიძლიათ კანშიც შეიზილოთ – ეფექტი გაუმჯობესდება კიდევაც, თუმცა სქელ ფენს კანის გაწითლება შეუძლია. დაიხურეთ მხოლოდ ქაღალდის ხელსახოცი ან ბამბის ტილო. არ შეინახოთ მაცივარში.