ჭინჭრის ფხალი
ინგრედიენტები:
- 500 გ ახალგაზრდა ჭინჭარი
- 3 ს.კ. ერბო
- 3 თავი ხახვი
- კამა
- 2 კვერცხი
- მარილი
მომზადება
- ჭინჭარი მოხარშეთ მარილიან წყალში.
- შემწვარ ხახვს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში, შეურიეთ მოხარშულ ჭინჭარს და თუშეთ მომზადებამდე.
- დაასხით კერძს ორი ათქვეფილი კვერცხი და გააჩერეთ ცეცხლზე მათ მომზადებამდე.
ბრტყელეკალას სალათი
ინგრედიენტები:
- 100 გ ბრტყელეკალას ფოთლები
- 2 ს.კ. დახეხილი პირშუშხა
- 5 კბილი ნიორი
- მარილი
- ლიმონის წვენი
მომზადება
- მაკრატლით მოჭერით ეკლები ბრტყელეკალას ფოთლებს, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 5-10 წუთით.
- დააქუცმაცეთ ნედლეული ხორსაკეპში, დაუმატეთ პირშუშხა, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი.
- გააჩერეთ სიცივეში 1-2 საათით და მიირთვით.
ჭარხლის, კვერცხისა და პირშუშხას სალათი
ინგრედიენტები:
- 150 გ ჭარხალი
- 15 გ პირშუშხას ფესვი
- 10 მლ მცენარეული ზეთი
- 1/2 კვერცხი
მომზადება
- მოხარშეთ ჭარხალი, გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად.
- გარეცხეთ, გაფცქვენით და წვრილად დახეხეთ პირშუშხა, შეურიეთ ჭარხლის მასას.
- შეაზავეთ სალათი მცენარეული ზეთით და მოაყარეთ დაჭრილი მოხარშული კვერცხი.
ფეტვი კიტრის მწნილით
ინგრედიენტები:
- 1 ტკბილი ბულგარული მწვანე წიწაკა (დაჭერით წვრილად და გრძლად)
- 1 დიდი თავი ხახვი (კუბებად დაჭრილი)
- 1 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
- 5 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 3/4 ჭიქა ფეტვი
- 1 ს.კ. ტომატ-პასტა
- 2.5 ჭიქა წყალი
- 0.5 ჭიქა კიტრის მარინადი
- 0.5 ჭიქა კუბებად დაჭრილი მჟავე კიტრი
მომზადება
- მოთუშეთ ხახვი, ნიორი და წიწაკა ღრმა, სქელძირიან ტაფაში. დაუმატეთ ზეთი და თუშეთ კიდევ 5 წუთით.
- დაუმატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი, გარდა კიტრისა.
- აადუღეთ მასა და ხარშეთ 30 წუთით ნელ ცეცხლზე.
- გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ.
- ფეტვი მზად მაშინ იქნება, როცა მშრალ ფაფას დაემსგავსება.
- დაუმატეთ კიტრი და მოურიეთ.
- მოათავსეთ მასა საცხობ ფორმაში და შეინახეთ თბილად ღუმელში, სუფრაზე გატანამდე.
ლობიო
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა თეთრი ან წითელი ლობიო
- 2 დიდი თავი ხახვი
- 1/2 ჭიქა ბერძუნლი კაკალი
- 2 ს.კ. მცენარეული ზეთი
- 4 კბილი ნიორი (დაჭყლეტილი)
- 2 ს.კ. დაჭრილი ოხრახუში და კამა
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ღამით ჩალბობილი ლობიო ხარშეთ მომზადებამდე, ამასთან, არ დაუშვათ ჩახარშვა.
- ამისთვის, ადუღებიდან 2-3-ჯერ გადაღვარეთ წყალი და დაასხით ცივი.
- მოთუშეთ ხახვი და ნიორი მჭიდროდ თავდახურულ ტაფაზე, სითხის სრულად აორთქლებამდე.
- დაუმატეთ ზეთი, დაჭრილი თხილი და ლობიო.
- თუშეთ 15 წუთით. დაუმატეთ მარილი და მწვანილი. მიირთვით კარტოფილიან კერძებთან ერთად.
სტაფილო ფრანგულად
ინგრედიენტები:
- 1 კგ სტაფილო
- 100 მლ მცენარეული ზეთი
- 0.5-1 ჭიქა წყალი, ძმარი, თეთრი ან წითელი მშრალი ღვინო
- 1 ჩ.კ. შაქარი, მარილი და მდოგვი
- 4 კბილი ნიორი
- ოხრახუში და კამა
- დაფნის ფოთოლი
- სურნელოვანი პილპილი
მომზადება
- სტაფილო გარეცხეთ, გაფცქვენით, დახეხეთ.
- წყალი, ღვინო, ძმარი, ზეთი შეურიეთ, დაუმატეთ მარილი, შაქარი, დაჭრილი კამა, ოხრახუში, დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთოლი და რამდენიმე მარცვალი პილპილი. აადუღეთ ძლიერ ცეცხლზე.
- სტაფილო ჩაუშვით 5-10 წუთით მდუღარე მარინადში, ამოიღეთ და ჩადეთ შუშის ქილაში.
- მარინადი გადაწურეთ, გახსენით მასში მდოგვი, დაასხით სტაფილოს ქილაში, დააყენეთ 2-3 დღე და მიირთვით.
გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს