იტალიელი მეცნიერის კვლევით დასტურდება, რომ ეს პროდუქტები გაგაბედნიერებთ.

228
ფოტო: pixabay

გაღიზიანებული და აგრესიული ქცევისადმი წინასწარგანწყობილმა ადამიანმა დღის განმავლობაში არანაკლებ 350 გ კონკრეტული პროდუქტი უნდა მიირთვას. ასე თვლის კატანდზაროს უნივერსიტეტის იტალიელი მეცნიერი, ლუკა პასამონტი.

საკუთარი კვლევის ჩატარების შედეგად, მან განსაზღვრა იმ პროდუქტების სია, რომლებიც გვეხმარება სიბრაზისა და გაღიზიანების დაძლივაში. ამ სიაში, შოკოლადის, ყველისა და ხიზილალის გარდა, შედის ფრინველის, ღორის, საქონლის ხორცი, რძე და თხილეული. ეს პროდუქტები მდიდარია ტრიპტოფანით – შეუცვლელი ამინომჟავით, რომელიც ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად იქცევა და იწვევს გონებრივ მოდუნებას, იძლევა ემოციური კმაყოფილებისა და კეთილდღეობის შეგრძნებას.

ტრიპტოფანი, გარდა ამისა, შესანიშნავი ბუნებრივი საძილე საშუალებაა: აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია დაძინება, თუ ღამით ზემოთ ნახსენები პროდუქტებიდან ერთ-ერთს არ შეჭამს.

პასამონტი დარწმუნებულია, რომ “ტრიპტოფანური დიეტით” შეიძლება ისეთი ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა, როგორებიცაა დეპრესია ან სუიციდისადმი მიდრეკილება.

მიირთვით “ბედნიერების ჰორმონით” მდიდარი პროდუქტი და არ მისცეთ ბრაზს თქვენს გულში დასახლების საშუალება. კარგი განწყობა გარანტირებული გექნებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს