ორგანიზმში რკინის დღიურ დოზას ოხრახუში უზრუნველყოფს

889
ფოტო: pxhere

ჩემი ცოლი ცოტა ხნის წინ გამოწერეს საავადმყოფოდან. მისი ჰემოგლობინის მაჩვენებელი 96 ერთეულია მაშინ, როცა ნორმა 115-ია. ცოლი თავს ძალიან სუსტად გრძნობს. მირჩიეთ, როგორ შეიძლება ჰემოგლობინის დონის ამაღლება? პატივისცემით, ვ.ბ.

წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო.

ხალხური მედიცინა, პირველ რიგში, გვირჩევს ყოველდღიურ რაციონში რკინის შემცველი პროდუქტების ჩართვას, რაც ჰემოგლობინის დონეს აამაღლებს: თევზი, ბურღული, პარკოსნები, სოიოს პროდუქტები, მწვანილი, ხილი, ბოსტნეული. მაგალითად, ვაშლებს შორის ყველაზე მეტ რკინას შეიცავს “ანტონოვკა”, ხოლო 1 ს.კ. ოხრახუშის მწვანილი უზრუნველყოფს ადამიანისთვის რკინის დღიურ მოთხოვნილებას.

100 გ გარგრის ნაყოფი უთანაბრდება 40 გ რკინას, იმავე 250 გ ღვიძლს. ანემიის დროს ეფექტურია სტაფილო და წითელი ჭარხალი. სასარგებლოა უზმოზე 100 გ დახეხილი სტაფილოს არაჟანთან ან მცენარეულ ზეთთან ერთად მირთმევა, შეგიძლიათ, დახეხილი ჭარხალიც დაუმატოთ.

საერთოდ, სისხლში ჰემოგლობინის დონეზე კარგ გავლენას ახდენს კომბოსტოს, სტაფილოს, ოხრახუშისა და ხახვის სალათები, შეგიძლიათ წითელი ბულგარული წიწაკაც დაუმატოთ.

აუცილებლად ჩართეთ რაციონში წიწიბურა, რომელიც მდიდარია რკინით. წიწიბურა, უმჯობესია, წყალზე მოხარშოთ, ნაღების კარაქთან ერთად, ასევე, დაუმატეთ მწვანილი (ნედლი ან ხმელი).

სისხლნაკლებობის დროს იღებენ სხვადასხვა ნაზავს თაფლითა და ბერძნული კაკლით. შეურიეთ დანაყული ბერძნული კაკალი 0.5 ლ თაფლს (სასურველია, მუქს), დააყენეთ 7 დღით, ყოველდღე მოურიეთ. მიიღეთ 1 დ.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ასევე, ანემიის დროს კარგი საშუალებაა თაფლის, ბერძნული კაკლისა და შტოშის ნარევიც. აიღეთ ყველაფერი თანაბარი რაოდენობით, შეურიეთ ბლენდერში და მიირთვით 1 ს.კ. დღეში სამჯერ. თაფლი ეფექტურია ორსახლიანი ჭინჭრის ფოთლების (უმჯობესია, მაისში მოაგროვოთ) ფხვნილთან ერთადაც. 0.5 ლ თაფლზე აიღეთ 100 გ ჭინჭრის ფხვნილი. მიირთვით 1 ჩ.კ.-დამ 1 ს.კ.-მდე მასა დღეში 2-3-ჯერ, ჭამის შემდეგ.

ასევე, სასარგებლოა სალათები და ბორში ჭინჭრით. სასარგებლო მასაა 100 მლ ალოეს წვენი, 500 გ დაქუცმაცებული ბერძნული კაკალი, 300 გ თაფლი, 3-4 ლიმონის წვენი კანიანად. მიირთვით 1 ჩ.კ. – 1 დ.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბალახების ნარევის ნაყენი

ჭინჭრის ფოთლები, ფარსმანდუკის ბალახი, ასკილის დაქუცმაცებული ნაყოფი აიღეთ თანაბარი რაოდენობით. 2 ჩ.კ. მასას დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და აადუღეთ. გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 3 წუთით, დააყენეთ 10 წუთით. მიიღეთ დღის განმავლობაში პატარა ყლუპებად. მკურნალობის კურსი 4-6 კვირა გააგრძელეთ, შეისვენეთ 1 კვირით და გაიმეორეთ. ცალკე დახეხეთ სტაფილო, ჭარხალი და ბოლოკი, დაწურეთ წვენი და გადაღვარეთ მუქ ჭურჭელში (ან შემოახვიეთ ბოთლს მუქი ქაღალდი) თანაბარი რაოდენობით, დაახურეთ მარლა. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, ჭამის წინ, 3 თვის განმავლობაში.

ბალახეული ნაყენი

3 ს.კ. კრაზანა, 2 ს.კ. ბებრისკონკა, 2 ს.კ. მაყვლის ფოთლები, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ, სასურველია, თბილი.

შეურიეთ დაქუცმაცებული და თანაბარი რაოდენობით აღებული წყალნაწყენის ფოთლები, წიწიბურისა და ჭინჭრის ფოთლები. 3 ს.კ. მასას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით. გადაწურეთ და დალიეთ 3-4 მიღებად. მკურნალობის კურსი 6-8 კვირას გრძელდება.

300 გ დაქუცმაცებული ნიორი ჩაყარეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხით 1 ლ 70%-იანი სპირტი და დააყენეთ 3 კვირა, მიიღეთ 20 წვეთი 0.5 ჭიქა რძეზე, დღეში სამჯერ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს