გამარჯობა. ვიყიდე კანიანი ბრინჯი. გთხოვთ, მითხრათ, როგორ მოვამზადო იგი სწორად. პატივისცემით, გ.ბ.
წერილს პასუხობს ექიმი ფიტოთერაპევტი, ვიჩესლავ ვარნავსკი:
ბრინჯი ვიტამინებისა და მრავალი სასარგებლო ნივთიერების საუნჯეა და, რაღა თქმა უნდა, საუკეთესო თვისებები გაუფცქვნელ, ამონაცენი ნაწილაკების შემცველ ბრინჯს აქვს.
ასეთი ბრინჯის მომზადებისას მნიშვნელოვანია მისი მინერალური შემცველობის შენარჩუნება. 2 კგ ბრინჯი მოათავსეთ 5-ლიტრიან ქილაში, დაასხით სუფთა ცივი წყალი ისე, რომ ბრინჯი დაიფაროს და ყოველდღე (დაახლოებით 5-6-ჯერ) გარეცხეთ. ყოველი გარეცხვის შემდეგ, ახალი, სუფთა წყალი დაასხით. შემდეგ გააშრეთ და შეინახეთ ქაღალდის პარკში.
1 ულუფისთვის, ჩვეულებრივ, საკმარისია 2 ს.კ. ასეთი ბრინჯი, რომელიც მომზადებამდე მდუღარე წყალში (1:4) იხარშება (სასურველია, ხარშვის დროს წყალი ერთხელ მაინც გამოცვალოთ). მზა ბრინჯი გარეცხეთ გადადუღებული ცივი წყლით. შეგიძლიათ, მას დაუმატოთ კარაქი ან მცენარეული ზეთი, ბოსტნეული, ქიშმიში და სხვ. სამკურნალო მიზნით, ორგანიზმის სხვადასხვა მავნე ნაერთისგან გასაწმენდად, ქოლესტერინის გამოსადევნად და ნაწლავების მუშაობის სტიმულირებისთვის.
დიდ ეფექტს მიიღებთ, თუ ბრინჯით საუზმობამდე რამდენიმე ვაშლს მიირთმევთ. თუმცა, ბრინჯით მკურნალობის კურსი 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მარცვლეულის უჯრედისი მნიშვნელოვნად აძლიერებს ორგანიზმიდან სხვადასხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებისა და მიკროელემენტების გამოდევას.