ფაფა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. თავად სიტყვა “ფაფა” აღნიშნავს კერძს, რომელიც მარცვლეულისგან მზადდება. ძველ დროში, ფაფებს ღუმელში ამზადებდნენ და მის გარეშე არც ერთი სუფრა არ ჩაივლიდა.
რატომ მაინცდამაინც ფაფა? იმიტომ, რომ მარცვლეული სასარგებლო ნივთიერებების ძალიან მდიდარი წყაროა. განსაკუთრებით მდიდარია შვრიის, წიწიბურისა და ბრინჯის მარცვლები; ხორბლისა და მანანის ფაფები უფრო ღარიბი, თუმცა მარტივად მოსანელებელია. ფაფების ძირითადი სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ მათში არსებული ცილების თერმული დამუშავების შემდეგ, მათ ორგანიზმი კარგად ითვისებს. გარდა ამისა, ფაფებში ბევრი ნახშირწყალია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გვამარაგებს ენერგიით.
წიწიბურის ფაფა
ექიმები და დიეტოლოგები მას ყველაზე სასარგებლო ფაფად მიიჩნევენ. წიწიბურა დამსახურებულად იკავებს პირველ ადგილს ყველა სხვა მარცვალს შორის, B ჯგუფის ვიტამინების შემცველობით, რომლებიც თმის, ფრჩხილებისა და კანის კარგ მდგომარეობაზე აგებს პასუხს. გარდა ამისა, წიწიბურის ფაფა ზრდის პოტენციას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, ამცირებს გულის დაავადებების რისკს, ხელს უშლის ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის, ზრდის გემოგლობინის დონეს.
ხორბლის ფაფა
ესაა წყარო რკინისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სისხლის ნორმალური მიმოქცევა. გარდა ამისა, იგი გვამარაგებს ფტორით, მაგნიუმით, მარგანეცით, კრემნიუმით – მთელი სხეულისთვის აუცილებელი ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს აძლიერებს. ხორბლის ფაფა აუმჯობესებს საკვების მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, წმენდს ორგანიზმს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს; მას იღებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
შვრიის ფაფა
რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზისა და სხვა უსიამოვნებების დროს. თუმცა, მისი ყველაზე მთავარი ღირებულებაა ორგანიზმის ყოველგვარი ნაგვისგან გაწმენდის, სისხლში ქოლესტერინის შემცირების, საკვების მონელების გაუმჯობესების უნარი; აქვს დამარბილებელი მოქმედება გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.
მანანის ქაში
სასარგებლოა საკვების მომნელებელი დაავადებების, კერძოდ, გასტრიტისა და წყლულის დროს: ოპერაციის შემდეგ, როცა საჭიროა მსუბუქი საკვების მიღება; მიოკარდის ინფარქტის დროს, ძვლების გასაძლიერებლად. სხვა ფაფებთან შედარებით, მანანის ფაფაში ნაკლები ვიტამინია, თუმცა, იმის გამო, რომ იგი სწრაფად იხარშება, ფაფაში ყველა სასარგებლო ნივთიერების შენარჩუნებაა შესაძლებელი.
ბრინჯის ფაფა
იყენებენ გასახდომად, კარგია მომატებული მჟავიანობის დროს, გვეხმარება ყაბზობის მკურნალობში, აძლიერებს იმუნურ სისტემას. ზოგადად, ბრინჯის ფაფა ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა, ბრინჯის სარგებელი დამოკიდებულია მარცვლების დამუშავების მეთოდზე. ყველაზე სასარგებლოდ ითვლება ყავისფერი ბრინჯი, რომელსაც მხოლოდ საკვებად უვარგის უხეშ კანს, ხოლო ნაწიბუროვანი გარსი, რომელიც ყველაზე მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რჩება.