ჯადოქრისა და სასწაულმოქმედის სახელია მაგნიუმი

350

ზრდასრულ ადამიანს დღეში 500 მგ (0.5 გ) ეს მინერალი სჭირდება. ასეთი დოზის დანახვა მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ თუ შეიძლება, არადა, თუ მაგნიუმი ორგანიზმს აკლია, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობთ.

ასაკთან ერთად, ნორმა უნდა გაიზარდოს

როცა უეცრად შფოთვას ან გაღიზიანებას მიეცემით, ან შიში უმიზეზოდ გეზღვავებათ, თანაც, ამ ყველაფერს თავ ახლავს კუნთების გაუგებარი მოძრაობა, კრუნჩხვები, გულის არითმია, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს! ის კი, დიდი ალბათობით, გეტყვით, რომ თქვენს ორგანიზმს მაგნიუმი აკლია. გასაგებიცაა, რატომაც.

მაგნიუმი აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებში – ეხმარება, ამარაგებს, ასტიმულირებს… ეს ელემენტი, რომელიც მერვე ადგილს იკავებს დედამიწის ქერქზე გავრცელებულობის მიხედვით, და რომლითაც, შედარებით, მდიდარია ზღვის წყალი, იმით გამოირჩევა, რომ:

  • აძლიერებს იმუნიტეტს, შესაბამისად, ინფექციებისადმი რეზისტენტულობას;
  • ნაწლავებიდან ქოლესტერინის გამოდევნას უწყობს ხელს – ხელს უშლის ათეროსკლეროზის დადგომას;
  • ამცირებს ნერვული სისტემის აგზნებადობას, რომელიც აძლიერებს თავის ტვინის ქერქში შენელების პროცესებს;
  • აქვს ანტისეპტიკური და სისხლძარღვების გამაფართოვებელი მოქმედება, შედეგად, ხსნის კუნთების სპამზს, ამცირებს არტერიულ წნევას;
  • ხელს უშლის სისხლიდან კალციუმის გამორეცხვას, ინარჩუნებს უჯრედებში კალიუმს და ხელს უწყობს ფოსფორის ათვისებას.

აი, რამდენი ღირსება აქვს ნახევარ გრამ მაგნიუმს. ყოველდღიური ნორმა რამდენჯერმე უნდა გაზარდოთ, ასაკთან თანაფარდობით. განსაკუთრებით მათ, ვისაც ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონიული დაავადება, ნაღველკენჭოვანი დაავადება ან ყაბზობა აწუხებს.

წიწიბურის თაფლი მაგნიუმის საუნჯეა

როგორ შევავსოთ ორგანიზმი მაგნიუმით? აბები ვყლაპოთ? კოვზით შევჭამოთ მაგნეზიუმის ფხვნილი, რომელიც მაგნიუმის ჟანგვის პროდუქტია? არავითარ შემთხვევაში! ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობითაა კვებით პროდუქტებში. მაგალითად, 100 გ ქატო 438 მგ მაგნიუმს შეიცავს, შვრიის ფაფა – 116 მგ-ს, კურაგა – 109 მგ-ს, ლობიო – 103 მგ-ს. და, თუ უპირატესობას, წელიწადის დროის მიხედვით, ამა თუ იმ საკვებს მიანიჭებთ, მაგნიუმის ბალანსის დაცვა ძალიან მარტივი იქნება.

  • ზამთარში (ეს და შემდეგი პროდუქტები შემადგენლობაში მაგნიუმის რაოდენობის კლების მიხედვითაა მოცემული) სიას მეთაურობს თაფლი, მას მოჰყვება ქიშმიში, კურაგა, ქლიავის ჩირი, თხილი, კაკაო, შვრიის, ხორბლის, წიწიბურის, ფეტვის ფაფები;
  • გაზაფხულზე – კამა, ოხრახუში, ისპანახი, მწვანე ფოთლები;
  • ზაფხულში – ალუბალი, შავი მოცხარი, ბარდა, ლობიოს პარკები;
  • შემოდგომაზე – საზამთრო, ჭარხალი და სტაფილო;
  • მთელი წლის მანძილზე – ბანანი და მზესუმზირის მარცვლები.

ყველაზე მეტ მაგნიუმს შეიცავს წიწიბურის თაფლი. მიიღეთ ღამით (1 ჩ.კ. ან ს.კ.) თაფლი, დააყოლეთ ჩაი ან რძე – ჩათვალეთ, მშვიდი ძილი გარანტირებული გაქვთ.

როგორც ზემოთ მოყვანილი სიიდან ჩანს, რომ ჩვენთვის აუცილებელ ელემენტს უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ჩირი, ვიდრე ნედლი კენკრა. ხოლო ფეტვი და მისგან მომზადებული კერძები განსაკუთრებით უნდა შეიყვაროთ, რამდენადაც იგი დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს.

ცნობისთვის: ჭარბი მაგნიუმი, უმეტეს შემთხვევაში, არ აისახება ჯანმრთელობაზე, თუმცა, ღვიძლის დაავადებების დროს შეუძლია ძილიანობის, შენელების, პულსის გაიშვიათების, ჰიპერტონიის გამოწვევა.

ყურადღება! ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობა შეუძლია გამოიწვიოს ლოთობას, ზოგიერთ ნაწლავურ დაავადებასა და შარდმდენი საშუალებების უკონტროლო მიღებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს