მოხარშული კრემი ტკბილ ნამცხვართან ასოცირდება: ჰაეროვანი პროფიტროლები და არომატული ეკლერები. საკონდიტროს ეკლერი ფუფუნებაა, ხოლო შინ მისი მომზადება რთულად გვეჩვენება. დღეს დაგარწმუნებთ, რომ მოხარშული ცომის მომზადებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება და გემრიელ ნამცხვრებს რამდენიმე დღისთვის ერთბაშად მოამზადებთ.
მოხარშული ცომის რეცეპტი
მოხარშული ცომი კარგი რომ გამოვიდეს, სწორად უნდა მოამზადოთ. ვერავითარი შიგთავსი ვერ იხსნის ცუდ ცომს, თუმცა, ნურც ხელს ჩაიქნევთ წინასწარ. ჩვენი რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ მოხარშული ცომი შინ.
ინგრედიენტები
- 150 მლ წყალი
- 150 მლ რძე
- 200 გ ფქვილი
- 120 გ კარაქი
- 5 კვერცხი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება
- შეურიეთ წყალი და რძე სარძევე ან სქელძირიან ქვაბში.
- დაუმატეთ დაჭრილი კარაქი, მარილი და შაქარი.
- აადუღეთ მასა და ჩაყარეთ მთელი ფქვილი ქვაბში. ფქვილი წინასწარ აუცილებლად უნდა გაცრათ.
- ქვაბის ცეცხლიდან აუღებლად, ათქვიფეთ ცომი მიქსერით, სანამ იგი რბილი და ერთგვაროვანი არ გახდება. ცომი მზად იქნება, როცა ქვაბის კედლებზე აღარ გაჩერდება და ჩამოვარდება.
- ცომი დაამრგვალეთ და გადადეთ ღრმა თასში.
- ჩაათქვიფეთ 1 კვერცხი ცომს და კარგად მოურიეთ მიქსერით. იგივე გაუკეთეთ დანარჩენ კვერცხებსაც. მნიშვნელოვანია კვერცხების სათითაოდ დამატება, რათა სქელი და წებოვანი კონსისტენცია მიიღოთ: ცომი მიქსერიდან არ უნდა წვეთავდეს.
- მოათავსეთ მზა მოხარშული ცომი საკონდიტრო დგუშში და გამოაცხვეთ ეკლერები.
შეგიძლიათ, ეკლერები გამოაცხოთ ან გაყინოთ და შეინახოთ მაცივარში, მომზადებამდე 20 წუთით ადრე კი საყინულიდან გამოიღოთ. აცხვეთ პერგამენტის ქაღალდზე, რომელსაც წინასწარ ფქვილი უნდა მოაყაროთ.
ასე ძალიან გემრიელ, ჰაეროვან ნამცხვრებს მიიღებთ. კრემით ისინი უშუალოდ მირთმევამდე უნდა შეავსოთ, რათა ცომმა დალბობა ვერ მოასწროს. გემრიელად მიირთვით!