მეცნიერებმა ვიტამინი B17 აღმოაჩინეს სხვადასხვა ნაყოფის თესლში: ბოსტნეულის, ხილის, კენკრის და სხვ. როგორც ყველა სხვა ვიტამინი, ისიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის, კერძოდ, ზამთრის პერიოდში. რა თქმა უნდა, ამ სასარგებლო ნივთიერებას ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ნედლი თესლი, რომელიც მაღალ ტემპერატურას არ დაქვემდებარებია. ხოლო იმისათვის, რომ მის ათვისებას შეუწყოთ ელი, დიეტოლოგები გვირჩევენ მარცვლების ამოცენებას, შემდეგ ხორცსაკეპში დამუშავებას, პოლიეთილენის ორ ფენას შორის გაბრტყელებას (ასეთი სასუსნავი გააშრეთ მზეზე ან ღუმელთან, ვარგისია 3 თვე), ან დანაყვას. ქვემოთ გთავაზობთ რეცეპტებს “ცოცხალი” თესლების გამოყენებით.
– კენკრის ბუტერბროდები
- 200 გ ხორბლის პური
- 50 გ კარაქი
- 3 ს.კ. ყველი
- 1 ს.კ. ნაღები ან რძე
- 6 ს.კ. კენკრა (ჟოლო, მოცვი, მარწყვი, ალუბალი)
- თაფლი ან შაქარი
- თხილი
პურის ნაჭრებს წაუსვით კარაქი, კიდებში დადეთ რძესთან ან ნაღებთან შერეული, დატკბობილი ყველი, შუაში – მომჟავო კენკრა, მოაყარეთ შაქარი ან მოასხით თაფლი.
– გურმანის სალათი
ხორბლის ამოცენებული მარცვლები გაატარეთ ხორცსაკეპში კურაგასთან და ქიშმიშთან (თანაბარი რაოდენობით) ერთად, დაუმატეთ გემოვნებით რძე. შეგიძლიათ დაუმატოთ თხილი და მასისგან გამოძერწოთ კვერები, გამოაშროთ ღუმელში.
– ომლეტი
3 ს.კ. ამოცენებული მარცვლები შეურიეთ 1 კვერცხის გულს, კარგად მოურიეთ, დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, ხახვი, სანელებლები და მწიკვი მარილი. შეწვით ზეთმოსხმულ გახურებულ ტაფაზე.
– მარცვლები კომბოსტოთი
წყალში ჩალბობილ ამოცენებულ მარცვლებს (4-5 ს.კ.) დაუმატეთ 3-4 ს.კ. წვრილად დაჭრილი კომბოსტო, სტაფილო, დანაყული თხილი (მზესუმზირა ან გოგრა), ოხრახუში ან ნიახური, მოაყარეთ მარილი.
– პაშტეტი
3-4 ს.კ. მარცვლებს შეურიეთ ცოტათი დაჭეჭყილი კენკრა (ჟოლო, მოცვი, ალუბალი, ბალი, მაყვალი, მარწყვი, შავი მოცხარი და სხვ), დააყენეთ 30 წუთით, რათა მარცვლები წვენით გაიჟღინთოს. მოაყარეთ დანაყული თხილი (შეგიძლიათ, დაუმატოთ ვანილინი), ისევ დააყენეთ 10 წუთით და მოურიეთ. მოათავსეთ ბრტყელ თეფშზე, ზემოდან გაასწორეთ დანით და დაჭერით სამკუთხედებად, მორთეთ თითოეული მთლიანი კენკრით.
– მზესუმზირის მარცვლების ტკბილეული
0.5 კგ გამომშრალი (არა მოხალული) მარცვლები დააქუცმაცეთ მიქსერით, შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი და ადუღებული წყალი, არაჟნის კონსისტენციამდე. გამოძერწეთ ბურთულები, ამოავლეთ სელის დანაყულ მარცვლებში.
– გოგრის მარცვლების ტკბილეული
1 ს.კ. გოგრის (საზამთროს, ნესვის, ყაბაყის, ვაშლის, შტოშის მარცვლები) დააფქვიეთ ყავის საფქვავში, დაასხით წყალი, მიიყვანეთ სქელი არაჟნის კონსისტენციამდე და შეურიეთ 1 ს.კ. თაფლი. გამოძერწეთ კვერები, ამოავლეთ ხმელ დაქუცმაცებულ გოგრის მარცვლებში.
– ტკბილი ფაფა
0.5 ჭიქა ფეტვის, შვრიის ან ბარდის მარცვლები ჩაალბეთ რამდენიმე საათით, გადაწურეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 50 გ დანაყული თხილი, ქიშმიში, 1 ს.კ. თაფლი ან მურაბა.
– კომბოსტოს (სადღესასწაულო) სალათი
100 გ კომბოსტო წვრილად დაჭერით, დაუმატეთ 1/2 ვაშლი, 1/2 ხახვი, 1 მწიკვი დანაყული ბეგქონდრის თესლი, 1 ს.კ. ზეთი, 1 ლიმონის წვენი, 1 ს.კ. თაფლი, მოურიეთ და რამდენიმე საათით დაადეთ მძიმე ნივთი.
– შემწვარი კარტოფილი
გათალეთ 1 კგ კარტოფილი, დაჭერით რგოლებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში, აადუღეთ და ხარშეთ არაუმეტეს 5 წუთით. შეწვით ზეთზე ორივე მხრიდან, ბოლოს მოაყარეთ მსხვილი მარილი დაღერღილ ბეგქონდარასთან ერთად.
– ახალგაზრდა კარტოფილი
თანაბარი ზომის კარტოფილები გარეცხეთ, გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე, კარტოფილსაც წაუსვით ზეთი, მოაყარეთ მარილი და ქონდარი, აცხვეთ ცხელ ღუმელში 15-20 წუთით. მიირთვით ხაჭოსთან, დოსთან და სხვა უმ ბოსტნეულთან ან სალათთან ერთად.
– შემწვარი თევზი
1 ჭიქა ცივი რძის, 1.5 ჭიქა ფქვილის, კვერცხის გულისა და მარილისგან მოზილეთ ცომი, დაუმატეთ ათქვეფილი ცილა, ფრთხილად მოურიეთ. 500 გ ხეკის ფილე დაამარილეთ, მოაყარეთ წიწაკა, დაღერღილი ქონდარი, მოათავსეთ ცომში და შეწვით ცოტაოდენ ზეთში.
– ლობიოს მარციპანი
200 გ ლობიო ჩაალბეთ ღამით, მოხარშეთ და დანაყეთ ან ათქვიფეთ მიქსერით. შეაზილეთ 100 გ თაფლს, 1 შეკვრა ვანილის შაქარს, გამოძერწეთ კვერები და მოაყარეთ დანაყული თხილი ან ნუშის (ალუბლის, გარგრის, ქლიავის) კურკის გულები.
– პასტა პურისთვის
150 გ სოიოს ყველ ტოფუს, 1 ჩ.კ. დანაყულ თხილს, 1 ს.კ. მზესუმზირის მარცვლებს, 3 ს.კ. წყალს რომ შეურევთ, დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. მარილი და სანელებლები, კარგად მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 3 დღით.