როგორ გამოვაცხოთ ბატონი-პური საშინაო პირობებში

936

მხოლოდ შინ მომზადებული ბატონი თუ იქნება ასეთი სურნელოვანი და ხრაშუნა. დიახ, სუპერმარკეტში უამრავი სახეობის პურ-პროდუქტს იხილავთ, თუმცა მათში მთავარ ინგრედიენტს – სიყვარულს ვერ შეხვდებით.

სწორედ ამ ინგრედიენტის წყალობითაა შინ გამომცხვარი პური ასე დაუჯერებლად გემრიელი. ამ რეცეპტით მომზადებული ბატონი არომატული, გემრიელი, ნაზრბილობიანი და მადისაღმძვრელი გამოდის.

იგი ბავშვობის გემოს გაგახსენებთ. იდეალურად მოუხდება ნებისმიერ კერძსა თუ ბუტერბროდს. მაშ ასე, დროა, მოამზადოთ ბატონი.

პურის გამოცხობა

ინგრედიენტები

  • 250 გ ფქვილი
  • 6 გ მშრალი საფუარი
  • 4 გ მარილი
  • 30 გ კარაქი ან მარგარინი
  • 100 მლ რძე
  • 50 მლ წყალი

ინგრედიენტები წასასმელად

  • 1 კვერცხის გული
  • 5 გ რძე

მომზადება

  1. თასში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, დაუმატეთ მარგარინი, რძე და წყალი.
  2. მოზილეთ ცომი. მზა ცომი მოათავსეთ ზეთწასმულ თასში, დაახურეთ ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით.
  3. 30 წუთში აიღეთ და ჩაზილეთ. ისევ დაახურეთ ცელოფანი და დადგით თბილ, მშვიდ ადგილას კიდევ 1 საათით.
  4. ამოფუებული ცომისგან დაამზადეთ ბატონის ფორმები. სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი, დადეთ ცომი და გააბრტყელეთ 0.5 სმ სისქის ფირფიტად.
  5. დაიწყეთ ცომის დახვევა რულეტად, ოღონდ არა მჭიდროდ, თუმცა არც ძალიან ჰაეროვნად, რათა მზა ბატონში სიცარიელე არ დარჩეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, თითოეული გადატრიალების შემდეგ, რულეტის კიდეები მჭიდროდ დააწებოთ თითებით.
  6. როცა დახვევას მორჩებით, კიდეები კარგად დააწებეთ. ასე მომზადებული ბატგონი მოათავსეთ საცხობქაღალდდაფენილ ლანგარზე. დაახურეთ პირსახოცი და ისევ გააჩერეთ 30 წუთით.
  7. ბასრი დანით ჩაჭერით პურზე დამახასიათებელი ჭრილები. წაუსვით ზედაპირს კვერცხის გულისა და რძის ნარევი.
  8. ღუმელი წინასწარ 200 გრადუსზე უნდა გაახუროთ. შედგით პური საცხობად 30 წუთით.
  9. მზა ბატონი გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!

თქვენ აცხობთ პურს შინ? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს