ისე, როგორც კაფეში: როგორ მოვამზადოთ ვაფლი კარაქით

1479

ხშირად, საკვები ჯადოსნურად გვაბრუნებს იმ დროში და ადგილზე, რომლებთანაც იგი ასოცირდება. ეს თვისება ვაფლსაც გააჩნია – იგი ხომ ჩვენთვის ბავშვობიდანაა ცნობილი.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ვაფლის რეცეპტს, რომელიც ბებიის მომზადებულ ტკბილეულს მოგაგონებთ.

ვაფლის რეცეპტი

ამ რეცეპტით მომზადებული ვაფლი ყოველთვის ხრაშუნა და იდეალურად ტკბილი გამოდის. გამოიღეთ კარადიდან ვაფლის აპარატი და გაახარეთ ოჯახის წევრები გემრიელი დესერტით.

ინგრედიენტები

  • 200 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 3 კვერცხი
  • 80 გ არაჟანი
  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 0.5 ჩ.კ. სოდა

მომზადება

  1. პირველ რიგში, ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.
  2. დაუმატეთ მასას დარბილებული კარაქი, შემდეგ ფქვილი და სოდა. კარგად მოურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ვაფლის ცომი მზადაა!
  3. ახლა შეუდექით გამოცხობას. გაახურეთ ვაფლის აპარატი, ამისთვის, ხშირად, 4-5 წუთია საჭირო. წაუსვით ზედაპირს ცოტაოდენი ზეთი.
  4. ქვედა ზედაპირზე დაასხით 2-3 ს.კ. ცომი და დახურეთ სავაფლე. ფრთხილად იყავით, ამ მომენტში მისგან ამოვა ორთქლი, რომლისგანაც კანი უნდა დაიცვათ.
  5. ჩვეულებრივ, ვაფლის მოსამზადებლად 20-30 წამიდან 1.5-3 წუთამდეა საჭირო. ყველაფერი თქვენი მოწყობილობის მონაცემებზეა დამოკიდებული. შეამოწმეთ ვაფლის მზაობა. თუ ტკბილეული ოქროსფერი გახდა, შეგიძლიათ ამოიღოთ. ამისთვის ფრთხილად შეაცურეთ ნიჩაბი ან დანა ვაფლის ქვეშ და გადაიტანეთ თეფშზე.

აი, ასე, სულ რამდენიმე წუთში მოამზადებთ უგემრიელეს, არომატულ ვაფლს, მარგარინისა და რძის გარეშე. რეკომენდებულია ვაფლის მირთმევა კრემთან ან შესქელებულ რძესთან ერთად, თუმცა ცალკეც ძალიან გემრიელი იქნება. შეგიძლიათ, შიგთავსი გემოვნებისამებრ დაუმატოთ.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს