ხშირად მეკითხებიან როგორ მოვახერხე ფორმის შენარჩუნება კარანტინის პერიოდში, მე მათ 10 პროცედურას ვურჩევ.

0
156

მსოფლიო კარანტინის რეჟიმს თავისი დადებითი მხარეც ქონდა. მაგალითად,  საკუთარი თავისთვის უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა. რატომ არ უნდა გამომეყენებინა ეს შესანიშნავი შესაძლებლობა და საკუთარ სილამაზეზე მეზრუნა? ეს ყოველთვის რთული და ხანგრძლივი პროცედურები არაა. „paparazzi“ სიამოვნებით გიამბობთ, თუ რომელი შინაურული სპა-პროცედურები შეგიძლიათ ყოველდღე მარტივად ჩაიტაროთ.

სწორად ორგანიზებულ ყოველდღიურ რუტინაზე ჩვენი დღის განწყობა არის დამოკიდებული. პატარა რჩევები დაგეხმარებათ სხეულის ფორმები ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეინარჩუნოთ. შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს. ეს 10 საუკეთესო სპა-პროცედურა სახლის პირობებში ჩაიტარეთ.

სპა-პროცედურები სახლის პირობებში

სახის მასაჟი დილით

ჩვეული საშუალებით სახე კარგად დაიბანეთ. შემდეგ მსუბუქი ტყაპუნით კანი გაახურეთ. ამის შემდეგ ლოყების, ნიკაპის და ყელის არეში კანი მოჩქმიტეთ. არათითებით თვალის ირგვლივ წრიული მოძრაობები გააკეთეთ, კანს ოდნავ დააჭირეთ. ამასთან ჯერ გარე კუთხიდან შიდა კუთხისკენ, შემდეგ საპირისპირო მიმართულებით იმოძრავეთ. ასეთი მარტივი დილის მასაჟი გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ.

ლიმონიანი წყალი

ლიმონიანი წყალი დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ შესანიშნავი ჩვევაა. მისი წყალობით უკვე ერთ კვირაში თქვენი გარეგნობა გაუმჯობესდება. სახის ფერი, მადა გაუმჯობესდება და ნივთიერებათა ცვლა დაჩქარდება. საკმარისია ნახევარი ჭიქა თბილი წყალი ლიმონის წვენს გემოვნებით აურიოთ.

თეთრი თიხა ბადიაგით

საშუალება კარგ გამომშრობ თვისებას ფლობს, ის აკნეს და ანთებას უმკლავდება. მის მოსამზადებლად 0,5 ჩ/კ ბადიაგის ფხვნილი და 0,5 ჩ/კ თეთრი თიხა აურიეთ. ფაფა ანთებაზე წაისვით. შემდეგ საშუალების გაშრობას დაელოდეთ. პრობლემური ადგილი პლასტირით დააფიქსირეთ. დილით სიწითლის შემცირებას შეამჩნევთ.

შრატი ნაჭრის ნიღბით

შრატი აქტიურად მოქმედებს და სახის დაღლილი იერის მოშორებაში დაგეხმარებათ. შრატის წასმის შემდეგ კანზე ნაჭრის ნიღაბი დაიდეთ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. ასე სახის კანში სასარგებლო ნივთიერებების შეღწევას დააჩქარებთ, ასევე საშუალების ეფექტურობას გაზრდით.

თავის ნაწილობრივი დაბანა

ყოველთვის არ გვაქვს დრო, რომ თავი სრულყოფილად დავიბანოთ. ეს არც დაგჭირდებათ, თუ ერთი პატარა ხრიკი გეცოდინებათ. უბრალოდ თავის ზედა ნაწილი გამოყავით და ძირებში დაიბანეთ. ასე უფრო ნაკლებ დროს დახარჯავთ. სახლიდან გასვლის წინ თმა თითებით აურიეთ და ლაქი შეისხით.

გაყოფილ ბოლოებთან ბრძოლა

თმა სპირალის მსგავსად დაახვიეთ. ამ მეთოდით გაყოფილი ბოლოები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. ახლა ყველა, გამოშვერილი დაზიანებული თმა მოჭერით. მზადაა!

ცხელი პირსახოცი

თმის ნიღბის ეფექტურობის გასაზრდელად ცხელი პირსახოცი გამოიყენეთ. ამისთვის პირსახოცი 1 წუთით მიკროტალღურ ღუმელში შეათბეთ. ნიღბის წასმის შემდეგ ცხელი პირსახოცი თავზე შემოიხვიეთ.

სტატიკური ვარჯიშები

თუ სრულყოფილ სპორტზე დრო არ გყოფნით, არ იდარდოთ. სხვადასხვა ტიპის ვარჯიში „პლანკა“ დაგეხმარებათ. ვარჯიშში ყველა კუნთი მონაწილეობს და დიდ დროს არ მოითხოვს. საკუთარ თავზე მუშაობა 30 წამიანი პლანკით დაიწყეთ. თანდათანობით დრო 1 წუთამდე და უფრო მეტად გაზარდეთ.

ჰულაჰუპი

დღეში მინიმუმ 30 წუთით წელზე ჰულაჰუპი ატრიალეთ. რომ არ მოგწყინდეთ, ტრიალის დროს სერიალს ან ფილმს უყურეთ. სისტემატური ვარჯიში დაჭიმვასა და ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ცელულიტთან ბრძოლა

საღამოს შხაპის დროს ნატურალური ჯაგრისი გამოიყენეთ. კანი პრობლემურ ადგილებში დაიჭიმება და ერთ თვეში უფრო გლუვი გახდება. დუნდულები მაქსიმუმ 5 წუთით დაიმასაჟეთ. ასევე შეგიძლიათ კონტრასტული შხაპი გამოიყენოთ. შხაპის შემდეგ კი დამატენიანებელი კრემი ან ზეთი წაისვით.

როგორც ხედავთ, შინაურული სპა-პროცედურები 10 წუთზე მეტ დროს არ წაგართმევთ. სამაგიეროდ, შეიძლება ჩვევად გექცეთ და ყოველდღე განწყობა გაგიუმჯობესოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი გარეგნობა რაციონსა და ძილზეც არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, სწორად კვება და ძილი არ დაგავიწყდეთ. ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი