მწვანე სალათები ველური მცენარეებისგან

340

ბაბუაწვერები, ფურისულები, ჭინჭარი, მარიამსხალა და სხვა მწვანილი ძვირფასი საგაზაფხულო პროდუქტებია. განსაკუთრებით, გაზაფხულის დასაწყისში, როცა ახალგაზრდა ყლორტებში მცენარის მთელი სასიცოცხლო ძალა იყრის თავს. მცენარის ეს ნაწილები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას,კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმსა და რკინას.

მწვანე სალათებისთვის გამოგადგებათ ღეროები და პირველი ფოთლები მრავალი მცენარისა: სტაფილო, ჭარხალი, თალგამი, ბარდა და სხვა ბაღის კულტურები, ბაბუაწვერა, მარიამსხალა, მრავალძარღვა, ზიზილა, ფურისულა…

1. მარიამსხალა

მარიამსხალა უხდება სალათებსა და ცხელ კერძებსაც, იქნება ეს კოტლეტები თუ ვარენიკები.

2. მჟაველა

ეს მცენარე მდიდარია კაროტინით, მინერალური მარილებით, ტანინებითა და მჟაუნმჟავით. მართალია, ეს მჟავა აკრძალულია შიდა ორგანოების ანთებითი დაავადებების, მომატებული მჟავიანობის გასტრიტის, თირკმლებში კენჭების წარმოქმნისადმი მიდრეკილების, პოდაგრის დროს, აპრილ-მაისში მჟაველა მას თითქმის არ შეიცავს. ამიტომაა ასე სასარგებლო მჟაველას წვნიანები. გამოცდილი დიასახლისები კი მისგან ტკბილ ღვეზელებსაც ამზადებენ.

3. წიწმატურა

ამ მცენარეს სომხეთში “ყველიან პურს” უწოდებენ. მისი სასარგებლო თვისებებია კალიუმი, ქოლინი, ორგანული მჟავები. უხდება არამხოლოდ წვნიანებსა და სალათს, არამედ ღვეზელებსაც.

4. მჟაუნა

მჟაუნა თავის გემოს უნდა უმადლოდეს ასკორბინისა და ვაშლის მჟავებს. კარგი სანელებელია წვნიანებისთვის. შეგიძლიათ, დაუმატოთ კომპოტებს, თუმცა მცირე რაოდენობით: დიდი რაოდენობით, ეს მცენარე აღიზიანებს თირკმლებს.

5. თათაბო

თათაბო ნამდვილი ხსნაა მათთვის, ვინც ავიტამინოზს ებრძვის. 3-4 მწიკვი დანაყული ფოთლები ფარავს კაროტინის დღიურ მოთხოვნილებას. ქვინოასგან ამზადებენ წვნიანებს, უმატებენ ცომს, ახალგაზრდა ფოთლები, ფქვილისებრი ნადებით, იჭმევა უმადაც.

6. ჭინჭარი

ჭინჭრის ნედლად ჭამა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია – მისგან მზადდება ცხელი კერძები, კოტლეტები და მხალი. მცენარის სამკურნალო თვისებები კარგადაა შესწავლილი: ჭინჭარი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ცხოველქმედებას, სასარგებლოა სისხლნაკლებობისა და ანემიის დროს. შეიცავს А, D, В ვიტამინებს.

7. გვიმრა

ხრახნიანი გვიმრა ტყეში ჭინჭრის ნაადრევი მეზობელია – ხელს უწყობს რადიონუკლეიდების გამოდევნას, რას განსაკუთრებით ფასდება იაპონიაში. გვიმრის ჯერ კიდევ გაუშლელ ფოთოლ-ბოლქვებს ამარილებენ ზეთისხილის მსგავსად, ხოლო ახალგაზრდა ყლორტებს უმატებენ წვნიანებსა და სალათებს, ამზადებენ წინასწარ. გემოთი ხრახნიანი გვიმრა გვახსენებს კარგ სოკოს.

გემოს შენიღბვა

ველურ მწვანილებს ამაზრზენი არა, თუმცა თავისებური გემო აქვს, ამიტომ ვერ განსაზღვრავთ, როგორი რეაქცია ექნებათ მეგობრებს, სტუმრებსა და ოჯახის წევრებს. გემოს შესანიღბავად, გთავაზობთ რამდენიმე ხრიკს: თათაბო, ბაბუაწვერა და ნაკვეთზე მოყვანილი ფესვნაყოფიანების ღეროები, ხშირად, ზედმეტად მაგარი და მწარეა. 20 წუთით ჩაალბეთ ისინი მარილიან წყალში, შემდეგ თხლად დაჭერით და “დაფარეთ” წვნიანი და რბილი პროდუქტით: კიტრით, აისბერგის ფოთლებით, ტკბილი წიწაკით, კვერცხით, არაჟნით… გემოს შესანიშნავი ნიღაბი იქნება ბერძნული კაკალი და ნიორიც.

შეგიძლიათ, დაჭრილი ღეროები დაჭყლიტოთ ჩანგლით, დაუმატოთ მარილი, კვერცხის გული და ზეთი (გაითვალისწინეთ, რომ პირველადი დაწურვის ზეთი თავის სიმწარეს მისცემს). ან დააბლენდერეთ მწვანილები მაწონთან და ლიმონის წვენთან ან ძმართან ერთად.

გემრიელი რეცეპტები

ღეროების წვნიანი

ტრადიციულ ბორშს, ხარშვის ბოლოს, დაუმატეთ საყვარელი საკვები ფოთლები და მიიყვანეთ წვნიანი სასიამოვნო მჟავე-მოტკბო გემომდე, ლიმონისა და შაქრის დახმარებით.

სოუსი ცივი ხორცისთვის

ცხიმიან არაჟანს დაუმატეთ ქინძი, ღეროები და ბერძნული კაკალი, ნიორი, პილპილი და მარილი. საქონლის მოხარშული მჭლე ბრტყელი ხორცი მოათავსეთთეფშზე, მოასხით სოუსი, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს