-“როცა ძალიან გინდა კიტრის მწნილი, ეს სიამოვნება თავს არ უნდა მოაკლო.” – ამბობდა ბებიაჩემი. ცნობილი ჩეხოვიც კი ამტკიცებდა, რომ კიტრის მწნილი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რამდენადაც ხელმისაწვდომი და გემრიელი პროდუქტია.
ნაკლებმარილიანი კიტრის ხრაშუნა მწნილი
ერთი შეხედვით, ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის მომზადებას რა უნდა? გარეცხე, დაასხი მარინადი და ელოდე დამწნილებას. თუმცა, ნაკლებმარილიანი კლასიკური გემოს მიღწევა ყოველთვის ასე მარტივი არაა. ოდესური რეცეპტი კი საუკეთესო გზაა საყვარელი სასუსნავის მოსამზადებლად.
დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ ხრაშუნა ნაკლებმარილიანი კიტრის მწნილის შესანიშნავ რეცეპტს. უმამი და წვნიანი სასუსნავი ერთ დღეში იქნება მზად.
ბებია ამბობდა, რომ ამ რეცეპტს რამდენიმე საიდუმლო აქვს: პირველი, შავი ზღვის წყალი – მარინადის მარილიანობა, არც მეტი და არც ნაკლები, ზუსტად შავი ზღვის მსგავსი უნდა იყოს, თორემ კიტრის მწნილი არ გამოგივათ. მეორე საიდუმლო კიტრის სწორად შერჩევაში მდგომარეობს: მცირე ზომის და მკვრივი, თხელკანიან, არა მწარე და აუცილებლად ხორკლიანი.თუ ასეთი არ გაქვთ, ნუ იდარდებთ, მწნილს გადაგირჩენთ მსხვილი და არასტანდარტული კიტრი.
ინგრედიენტები
- 1-1.5 კგ კიტრი
- 4 ს.კ. ქვამარილი
- 2 ლ მდუღარე წყალი
- 4 კბილი ნიორი
- 5 ღერო კამა
- 5 მოცხრის ფოთოლი
- 4 ალუბლის ფოთოლი
- 2 მუხის ფოთოლი
- 3 პირშუშხას დიდი ფოთოლი
- 6 მარცვალი შავი პილპილი
- 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
- 2 დაფნის ფოთოლი
- 0.5 ჩ.კ. შაქარი
მომზადება
- საგულდაგუოდ გარეცხეთ კიტრი, მოაჭერით ბოლოები და ჩაალბეთ ცივ წყალში 3 საათით. თუ კუდებს არ მოაჭრით, უფრო დიდხანს იქნება ხრაშუნა. დიდი კიტრები გაჭერით გრძლად.
- ქილის, თასის ან ქვაბის ფსკერზე დაალაგეთ მუხის ფოთლები, კამის, პირშუშხას, მოცხრისა და ალუბლის ფოთლების მესამედ. მოაყარეთ დაქუცმაცებული ნივრის ნაწილი.
- მჭიდროდ ჩაალაგეთ კიტრები ფოთლებზე. ზემოდან დაახურეთ ფოთლების მეორე ნაწილი, დაუმატეთ პილპილი და დაფნა. ჩაალაგეტ დანარჩენი კიტრიც და ისევ დაახურეთ მწვანილი.
- ახლა მარინადის დროა. დადგით წყლით სავსე ქვაბი ცეცხლზე, დაუმატეთ მარილი და შაქარი და აადუღეთ. დაასხით კიტრს მდუღარე მარინადი, გაგრილების შემდეგ კი გაიტანეთ აივანზე ან ფანჯრის რაფაზე.
- თუ კიტრს საღამოს მოამზადებთ, დილით უკვე მზად იქნება. თუმცა, ნამდვილ გემოს არანაკლებ 24 საათის შემდეგ მიიღებთ.
- 1 დღეში შედგით მწნილი მაცივარში, რომ არ ამჟავდეს.
თქვენ გიყვართ ასეთი მწნილი? იქნებ გაქვთ საფირმო რეცეპტი? გაგვიზიარეთ კომენტარებში.