თუ ყაბაყის კარგი მოსავალი აიღეთ ან იგი უბრალოდ გიყვართ, აუცილებლად მოამზადეთ მისგან ტკბილი კონსერვი, რომელსაც “ანანასს” უწოდებენ ხოლმე. ეს მკვეთრი ყვითელი ნაჭრები ტროპიკული ხილისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, როგორც იერით, ისე გემოთი. ყაბაყი წვნიანი, სურნელოვანი და ტკბილი გამოდის.
ამ გემრიელობისთვის გამოგადგებათ ნებისმიერი სახის ყაბაყი, თუმცა სჯობს ახლის გამოყენება, რადგან ასეთი ნაკლებად ბოჭკოვანია და მარტივად ლაგდება ქილებში. ანანასის წვენი შეგიძლიათ უფრო იაფი შეიძინოთ, რადგან იგი მეტ შაქარს შეიცავს და ჩვენც სწორედ ეს გვინდა. საქმეს შევუდგეთ!
ინგრედიენტები:
- 1 კგ ყაბაყი
- 350 მლ ანანასის წვენი
- 100 გ შაქარი
- ლიმონმჟავა და ვანილინი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ, გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით ყაბაყი. დახვრიტეთ ნაჭრები არყის ჭიქით. დარწმუნდით, რომ მათში თესლი არ დარჩა.
- მოამზადეთ სიროფი: დადგით ცეცხლზე ქვაბი, ჩაასხით ანანასის წვენი, დაუმატეთ 2/3 ჩ.კ. ლიმონმჟავა და მწიკვი ვანილინი. მოათავსეთ სითხეში ყაბაყი, აადუღთ და ხარშეთ 15 წუთით, ურიეთ ხშირად.
- ჩაალაგეთ ყაბაყი გასტერილებულ ქილებში, დაასხით ცხელი სიროფი და მოხუფეთ. შეახვიეთ რამე თბილში გაგრილებამდე, შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას.
რაც უფრო ძველია ყაბაყი, მით მეტი სიროფი დაგჭირდებათ. შეგიძლიათ დაუმატოთ წვენი ან წყალთან გააზავოთ. ეს შინ მომზადებული ტკბილეული სწორედ ისაა, რაც ზამთარში, მეგობრების შეკრების დროს დაგჭირდებათ. საერთო ჯამში, ესაა სასარგებლო, გემრიელი, სადღესასწაულო და ეკონომიური დესერტი. გემრიელად მიირთვით!