როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დიდი მარხვა ემთხვევა თქვენი ოჯახის წევრის დაბადების დღეს, თქვენ კი მორწმუნე ადამიანი ხართ და ცდილობთ, მარხვა დაიცვათ? გამოსავალი არსებობს და ეს სამარხვო ტორტი “ნაპოლეონია”!
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ფქვილი, ზეთი, ბერძნული კაკალი, 1 ბოთლი ლუდი და არავითარი კვერცხი! ნუ იდარდებთ, ტორტს ლუდის სუნი არ ექნება, იგი ცხობის დროს განიავდება, სამაგიეროდ, ლუდის საფუარი შესანიშნავად აასუქებს ცომს და ტორტიც ნამდვილი ფენოვანი გამოვა.
სამარხვო ნაპოლეონი
დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ტორტ “ნაპოლეონის” მომზადებას ლუდით. დესერტი ძალიან გემრიელი, ნაზი და არომატული გამოგივათ.
ინგრედიენტები ცომისთვის:
- 250 მლ მცენარეული ზეთი
- 250 მლ ლუდი
- 900 გ ფქვილი
ინგრედიენტები კრემისთვის:
- 700 გ წვენი ან ნექტარი
- 120 გ მანანის ბურღული
- 2-4 ს.კ. თაფლი (გემოვნებით)
- 1 ჭიქა ბერძნული ან კედრის კაკალი
მომზადება
1. მოსახერხებელ ჭურჭელში ჩაასხით 1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი, დაუმატეთ ფქვილის ნაწილი და 1 ჭიქა ლუდი. კარგად მოურიეთ.
2. ამ მასას დაუმატეთ დარჩენილი ფქვილიც. მოზილეთ ელასტიური და რბილი ცომი, რომელიც ხელს არ ეკრობა.
3. შედგით ცომი მაცივარში 1 საათით.
4. კრემის მოსამზადებლად, ჩაასხით ქვაბში წვენი (მე ალუბლისა ავიღე) და დადგით ცეცხლზე, აადუღეთ. დაუმატეთ ბურღული და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, მუდმივად და გულმოდგინედ ურიეთ. გააგრილეთ ფაფა ოთახის ტემპერატურამდე.
5. ალუბლის კრემი ათქვიფეთ ბლენდერით. დაუმატეთ თაფლი და კარგად მოურიეთ.
6. გააბრტყელეთ ცომი და დაყავით 7 ნაწილად.
7. ყოველი ნაწილი აქციეთ თხელ ფირფიტებად და აცხვეთ ისე, როგორც ჩვეულებრივი “ნაპოლეონის” ფენები.
8. უხვად წაუსვით ფირფიტებს კრემი. არ დაგავიწყდეთ დაქუცმაცებული კაკლის მოყრაც.
9. სულ ესაა, სამარხვო “ნაპოლეონი” მზადაა.
გემრიელად მიირთვით!