ვაშლის პეროგი, რომლის რეცეპტსაც „პაპარაცი“ გთავაზობთ, ტრადიციული გერმანული საახალწლო ნამცხვარია. მას ოთხკუთხედ ფორმაში ფხვიერი ცომისგან და ნაზი ხაჭოს, ტკბილი ვაშლის და ჰაეროვანი ბეზეს შიგთავსით ამზადებენ.
ეს ვაშლის პეროგი შემიყვარდა. ინგრედიენტების კომბინაციით ჩემი გული უკვე მოიგო, ამიტომ მეგობრებისთვის მას საკმაოდ ხშირად ვამზადებ. მათაც ძალიან მოეწონათ!
ინგრედიენტები:
- 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 100 გრ კარაქი
- 50 გრ არაჟანი
- 2 კვერცხი
- 250 გრ ხაჭო
- 0,25 ს/კ სოდა
- 0,7 ჭიქა შაქარი
- 4-5 ვაშლი
- ვანილი გემოვნებით
- შესქელებული რძე გემოვნებით
- დარიჩინი გემოვნებით
- ლიმონის წვენი გემოვნებით
მომზადება:
- 1 კვერცხის გული, 2 ს/კ შაქარი, გამდნარი კარაქი, არაჟანი და სოდა აურიეთ.
- მას გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და რბილი, ფხვიერი ცომი მოზილეთ.
- საცხობ ფორმაში გადაიტანთ. გვერდები გაუკეთეთ და ცომი ჩანგლით დასერეთ.
- ხაჭოს აურიეთ 1,3 ჭიქა შაქარი, ვანილი, 1 კვერცხის გული, შესქელებული რძე. მიღებული მასა ფხვიერ საფუძველში გადაიტანეთ.
- ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით და ხაჭოს ფენასი თანაბრად ჩადეთ, შემდეგ დარიჩინი მოაყარეთ.
- პეროგი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ.
- სანამ პეროგი ცხვება, კვერცხის ცილა ცოტა ლიმონის წვენთან ერთად ათქვიფეთ, შემდეგ 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ და ნელ სიჩქარეზე მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
- პეროგი ღუმელიდან გამოიღეთ, ცილოვანი მასა წაუსვით და კიდევ 10-15 წუთით 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში აცხვეთ.
ვაშლის პეროგში შიგთავსის, ცომის და ბეზეს კომბინაცია ძალიან ჰარმონიულია, ამიტომ რეცეპტი კულინარიულ წიგნში ახლავე ჩაიწერეთ და მეგობრებს მის შესახებ უამბეთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს