აი, დადგა ქლიავის სეზონი! ამიტომ რეცეპტი, რომელიც დღეს ჩვენმა რედაქციამ მოამზადა, ნამდვილად გამოგადგებათ.
ამ ღვეზელის რეცეპტი ამერიკული გაზეთის, The New York Times-ის გვერდებზე 12 წლის მანძილზე მუდმივად იბეჭდებოდა! ერთ მომენტში, გაზეთის რედაქტორმა, დაღლილმა ერთსა და იმავე რეცეპტისგან, რომელსაც ამერიკელები ითხოვდნენ, განაცხადა, რომ ისინი ამ რეცეპტს ბოლოჯერ აქვეყნებენ და, დაე, დიასახლისებმა იგი ამოჭრან, ლამინირება გაუკეთონ და მაცივარზე ჩამოკიდონ.
აი, ასეთი საინტერესო ისტორია მოიპოვება ინტერნეტში, ამ გემრიელი ნამცხვრის შესახებ.
ქლიავის ღვეზელი
ღვეზელი მართლა ძალიან კარგი რომაა, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. მხოლოდ ამ თვეში, იგი უკვე ორჯერ გამოვაცხვე, ამაზე კი არ გავჩერდები! როცა ეს ღვეზელი ცხვება, სახლში შესანიშნავი არომატი იფანტება და რთულია ლოდინი.
ეს ღვეზელი იდეალურია საღამოს ჩაისთან ან უბრალო საუზმის სახით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ პეროგს შაქრის პუდრა მოაყაროთ ან მორთოთ ათქვეფილი ნაღებით. თუ ნაღების კრემს მოამზადებთ და ხილს წაუსვამთ, პეროგი სადღესასწაულო ტორტად იქცევა.
ინგრედიენტები:
- 3/4 ჭიქა ჭაქარი
- 114 გ კარაქი
- 1 ჭიქა ფქვილი
- 2 კვერცხი
- 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 12 ქლიავი
- მწიკვი მარილი
- 2.5 ს.კ. შაქარი
- 1 ჩ.კ. დარიჩინი
მომზადება
1. მოათავსეთ მიქსერის თასში დარბილებული კარაქი და მოაყარეთ შაქარი. კარგად ათქვიფეთ. თუ მიქსერი არ გაქვთ, ხელით ან სადღვებით გააკეთეთ.
2. არ შეაჩეროთ თქვეფა და დაუმატეთ მასას თითო კვერცხი, შემდეგ მარილი. ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, ფრთხილად მოურიეთ კოვზით.
3. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, მოათავსეთ ცომი ფორმაზე და ფრთხილად გაათანაბრეთ. მე 24 სმ დიამეტრის ფორმა მაქვს.
4. ქლიავი გარეცხეთ, გაჭერით ორად და დაალაგეთ ცომზე.
5. მოსაყრელად, შეურიეთ 2.5 ს.კ. შაქარი და დარიჩინი. მოაყარეთ ქლიავს ზემოდან.
6. შედგით ღვეზელი კარგად გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთით, ხრაშუნა ქერქის გაჩენამდე. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
7. სულ ესაა, პეროგი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
თქვენ რას ამზადებთ ქლიავით? გაგვიზიარეთ საყვარელი რეცეპტები.