ვაშლის პეროგი „ყვავილი“: ამაზე უფრო ნაზი ჯერ არ გამისინჯავს

5325

დღეს „პაპარაცი“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ვაშლის პეროგი კეფირზე. ამის გაკეთება რთული არაა, სამაგიეროდ ძალიან ნაზი და გემრიელი გამოვა. ასე, რომ მომზადებას დაუყონებლივ შეუდექით. ასეთი პეროგის გამოცხობას მხოლოდ 20 წუთი სჭირდება.

ვაშლის პეროგი კეფირზე

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 1 ჩ/კ მშრალი საფუარი ან 15 გრ ახალი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
  • 2/3 ჩ/კ მარილი
  • 150 მლ თბილი კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 50 გრ კარაქი

შიგთავსისთვის:

  • 2 მწიფე ვაშლი
  • 45 გრ შაქარი
  • 0,25 ჩ/კ დარიჩინი

მომზადება:

1. პირველ რიგში, ფქვილი გაცერით და საფუარი, მარილი და შაქარი დაუმატეთ. ასევე სუნისთვის ვანილის შაქარი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, თბილი კეფირი და გამდნარი კარაქი. ცომი მინიმუმ 10 წუთით მოზილეთ. ამის შემდეგ ჭურჭელს მცენარეული ცხიმი წაუსვით და ცომი 1 საათით ცომი გააჩერეთ. არ დაგავიწყდეთ თავსახურის დახურვა და თბილ ადგილას გატანა, რომ კარგად ამოვიდეს.

3. ახლა შიგთავსზე გადადი. შაქარი და დარიჩინი კარგად აურიეთ. ვაშლი გაასუფთავეთ და პატარა კუბებად დაჭერით.

4. ახლა ცომი 10-12 პორციად გაყავით. თითოეული გააბრტყელეთ, შიგნით ვაშლი შაქართან ერთად მოათავსეთ და ღვეზელივით დაახვიეთ. იგივე დანარჩენ ნაწილებზეც გააკეთეთ. ფორმაში ყვავილის მსგავსად ჩააწყვეთ, თავსახური დაახურეთ და თბილ ადგილას ამოსასვლელად გააჩერეთ.

5. 40 წუთის შემდეგ შაქრის სიროფი წაუსვით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

მზა პეროგს ზემოდან თხევადი თაფლი დაასხით. ამ რეცეპტით წარმოუდგენლად ჰაეროვანი ცომი გამოვა პირში მდნობი შიგთავსით. დარწმუნებული ვარ, ასეთი ვაშლის დესერტით აღფრთოვანებული დარჩებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს