სახლიდან ბუზების მოშორება ამ საშუალებით სავსებით რეალურია

7747

თბილ სეზონზე ბინიდან მწერების მოშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ეს გასაკვირი არცაა, რამდენადაც ბუზები არამხოლოდ ნერვებს გვიშლიან თავიანთი მომაბეზრებელი არსებობითა და ბზუილით, არამედ ძალიან დიდ საფრთხესაც წარმოადგენენ. პატარა მავნებლებს თავიანთი უწვრილესი თათებით სხვადასხვა დაავადება გადააქვთ. მე, მაგალითად, სწორედ ამაზე ვფიქრობ, როცა მაგიდასთან ბუზი დაფრინავს. საკმარისია, მწერი ერთხელ დაჯდეს თქვენს საკვებზე, რომ უკვე რისკავთ თქვენი ჯანმრთელობით.

რა თქმა უნდა, სახლში იმაზე დაკვირვება, თუ სად და როდის ჯდება ბუზი, შეუძლებელია. ამიტომაც გირჩევთ, დაუყოვნებლივ დაიწყოთ მათთან ბრძოლა. დამეთანხმებით, 2-3 ბუზის მოშორება უფრო მარტივია, ვიდრე მთელი ჯოგისა. ახლა გთავაზობთ ბუზების საწინააღმდეგო ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ ამ ხმაურიანი პრობლემების გადაჭრაში.

როგორ მოვიშოროთ ბუზები სახლიდან

1. სუნი

როგორც სხვა ბევრ მწერს, ბუზებსაც არ მოსწონთ მკვეთრი სურნელები. მწერებს მოშორების ასეთი საშუალება ყველაზე ჰუმანური, მარტივი და სასიამოვნო გადაწყვეტილებაა. სუნი აშინებს ბუზებს, თუმც აა რკლავს. ამასთან, თქვენს ბინაში რაღაც სასიამოვნო სურნელი გამეფდება.

გამოიყენეთ არომაჭრაქები ევკალიპტის, პიტნის, ლავანდის ეთერზეთებით. დაფნის სუნი შესანიშნავი იქნება ფანჯრებთან და კარებთან ახლოს. სხვათა შორის, არომატიზატორის დამოუკიდებლად დამზადებაც შეიძლება – ჩაარჭეთ მიხაკის კვირტები ლიმონის ან ლაიმის ნაჭერში. ამ სურნელთა შერწყმა ბუზებს საშინლად არ მოსწონთ.

2. სატყუარა

ეს ბუზების მოშორების ნაკლებად ჰუმანური გზაა. სამაგიეროდ, ძალიან ეფექტურია: დაჭერილ მწერებს დაითვლით კიდევაც. ბუზების ყველაზე პოპულარული მახეა ჭურჭელი ძაბრით.

ბოთლში ან სხვა ჭურჭელში ჩაასხით რამე ტკბილი სითხე, რომელიც ბზუილა მწერებს მიიზიდავს. დახურეთ ბოთლი კონუსით ან რამდენიმე ადგილას დახვრეტილი თავსახურით.

მახის მოქმედების პრინციპი ასეთია: ბუზი მასში ჩაფრინდება, უკან გამოსასვლელ გზას კი ვეღარ გაიგნებს. ასეთი მარტივი ხაფანგის დამზადება დამოუკიდებლად შეგიძლიათ: უბრალოდ დაახვიეთ ფურცელი კონუსად და მოათავსეთ ბოთლში.

რაღა თქმა უნდა, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძველისძველი წებოვანი ლენტაც – ბუზების დაჭერის უმარტივესი ხერხი. ლენტის დაკიდება შეიძლება იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტი ბუზი იყრის თავს. თუ ეს მოწყობილობა მაღაზიაში ვერ იპოვეთ, დაამზადეთ დამოუკიდებლად: ამისთვის მხოლოდ ლენტა და შაქრის სქელი სიროფი დაგჭირდებათ.

3. საწამლავი

აუცილებელი არაა მაღაზიაში სპეციალური ქიმიური საშუალებების შეძენა. არებობს საშუალებები, რომელთა დამზადება სახლის პირობებში შეგიძლიათ. ყველაზე მარტივია ქაღალდის გაჟღენთა რძის ან წყლისა და შავი პილპილის ხსნარით. ასეთი სველი ხაფანგები მთელ სახლში უნდა დაალაგოთ.

არსებობს სხვა რეცეპტიც: 3 ს.კ. რძეს დაუმატეთ 0.5 ჩ.კ. ფორმალინი და 5 ჩ.კ. სოდა. ჩაასხით ხსნარი მცირე ზომის ჭურჭელში, ჩაყარეთ მასში პურის ნამცეცები და დაალაგეთ მთელ სახლში.

4. პროფილაქტიკა

რა თქმა უნდა, სახლში ბუზების გაჩენის პროფილაქტიკა მათთან ბრძოლას სჯობს. ყველაზე მთავარი ამ საქმეში სისუფთავეა. ნებისმიერი ჭუჭყი ან ანტისანიტარია მწერებს იზიდავს. არავითარი თავღია საკვები არამხოლოდ მაგიდაზე, არამედ მაცივარშიც. აუცილებლად დაახურეთ თავი ნაგვის ურნას და რეგულარულად დაალაგეთ სახლი მშრალი და სველი წესით.

თუ სახლში გაქვთ სან.კვანძი, რომელსაც რეგულარულად არ იყენებთ, მას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ასეთი სველი წერტილების ტრაპები ბუზის კვერცხების საუკეთესო სამალავია. არ დაგავიწყდეთ წყლის არხების რეგულარულად გაწმენდა და გამშრალება.

არ დაივიწყოთ მწერების საწინააღმდეგო ბადეც. ასეთი ბარიერის იღბლიანი მფლობელები გაცილებით ნაკლებ მწერს ხვდებიან სახლში. თუ ბადე გიყენიათ, ბუზები და სხვა არსებები კი მაინც დაუღალავად აღწევენ სახლში, ეძიეთ საწყის პრობლემას. იქნებ, ბადე სადმე გაიხა ან ანჯამები მოერყა.

ბუზების საწინააღმდეგო ხალხური საშუალებები უსაფრთხო, მარტივი და იაფფასიანი გზაა მომაბეზრებელი მწერების თავიდან მოსაშორებლად. მთავარია, პანიკას არ მიეცეთ! ბუზების გარდა, მყუდროებას კოღოებიც ხშირად არღვევენ. თანაც, ისინი უფრო მეტად იკბინებიან და, შესაბამისად, მეტ საფრთხესაც ატარებენ. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ საშუალებებს მათ მოსაშორებლადაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს