როგორ მოვამზადოთ გოგრის კარამელი

344

ბევრ ჩვენგანს აინტერესებს მსუბუქი და სწრაფად მოსამზადებელი კერძები. რა თქმა უნდა, ისინი გემრიელიც უნდა იყოს! ჩვენი რედაქცია ახლა გთავაზობთ რაღაც ორიგინალურს, ტკბილსა და სასარგებლოს – გოგრის კარამელის რეცეპტს. ეს იმდენად გასაოცარი დესერტია, რომ თავს შეაყვარებს მათაც კი, ვინც გოგრის სუნსაც კი ვერ იტანს.

ამ სტატიაში გაიგებთ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ გოგრა გემრიელად ისე, რომ მთელ ოჯახს მოეწონოს. ამასთან, მომზადებისას ზედმეტი ძალისხმევა არაა საჭირო: ეს რეცეპტი სწორედ მარტივი კერძების კატეგორიიდანაა. შედეგად, მიიღებთ ძალიან ნაზ და არომატულ დესერტს, რომელიც გემოთი დაკონსერვებულ ანანასს ან ყაბაყის მურაბას მოგაგონებთ.

გემრიელი გოგრა ღუმელში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გოგრა
  • 1 დიდი ლიმონი
  • 0.5 ჭიქა შაქარი

მომზადება

1. გარეცხეთ გოგრა და გააცალეთ კანი. დაჭერით ჯერ 2 სმ სისქის რკალებად, შემდეგ კუბებად.

2. შეურიეთ თასში გოგრის კუბები შაქარს. ლიმონი გაფცქვენით და დაჭერით წვრილ კუბებად.

3. დაუმატე გოგრას ლიმონიც და მოურიეთ. გადადეთ საცხობ ფორმაში ან თიხის თასში, დაახურეთ თავსახური ან ფოლგა. შედგით მასა ღუმელში 30 წუთით, 180 გრადუსზე.

4. ნახევარ საათში, შეამოწმეთ გოგრა სიტკბოზე. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ შაქარი და აცხვეთ 10 წუთით, თავსახურის გარეშე. გამოიყენეთ ხის ჩხირი გოგრის მზაობის შესამოწმებლად: თუ კუბები უპრობლემოდ იხვრიტება, კერძი მზადაა.

5. აცადეთ კარამელს გაგრილება და გადადეთ ლამაზ თეფშზე. მიირთვით ცივად. უბრალო და გემრიელი კერძი ძალიან ესთეტიკურად გამოიყურება, ასხივებს ნარინჯისფერ, თბილ ელფერს. მოხერხებულად გიტყუებთ შესაჭმელად.

შიგნიდან, გოგრის ნაჭრები ტკბილია, გარედან კი ცოტათი მჟავე. ლიმონის გარდა, შეგიძლიათ, მას მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონის ცედრა, ჩირი, თხილეული ან დარიჩინი დაუმატოთ. მოკლედ, ნებისმიერი რამ, რაც თქვენს გულს გაუხარდება.

აუცილებლად სცადეთ ამ ტკბილეულის მომზადება – იგი არამხოლოდ თქვენ, არამედ ბავშვებსაც მოეწონებათ. თან, რაც მთავარია, დესერტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს