როგორ გავყინოთ ბოსტნეული ზამთრისთვის

1358

გასულ ზამთარს, დაქალი ჩემთან სხვა ქალაქიდან ჩამოვიდა რამდენიმე დღით. ბავშვობიდან ვმეგობრობთ, ამიტომ, დელიკატესების გარდა, მას ჩვეულებრივი კერძებითაც გავუმასპინძლდი. ერთხელ ბოსტნეულის რაგუ მოვამზადე, რამაც ძალიან გააკვირვა. დიდხანს უკვირდა მაღაზიის ბოსტნეულის ხარისხი, წელიწადის დროის გამო. მას ვასწავლე, როგორ უნდა გაეყინა ბოსტნეული ზამთრისთვის ისე, რომ გალღობისას ახალივით იყოს.

ამ მიზნით, ცალკე საყინულე ვიყიდე. გაყინვის წყალობით, მთელი წლის განმავლობაში მივირთმევ ახალ ბოსტნეულსა და ხილს. ასეთი მეთოდი საშუალებას გვაძლევს, მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებები და გემოვნური თვისებები შევინარჩუნოთ პროდუქტში. სრაფად, მარტივად და იაფად. აი, როგორ ვაკეთებ ამას.

როგორ გავყინოთ ბოსტნეული ზამთრისთვის სწორად

დავიწყოთ ბულგარული წიწაკით: შეგიძლიათ ნებისმიერი ხორციანი სახეობა გამოიყენოთ. სასურველია, იგი წვნიანი და საღი იყოს. გარეცხეთ, გააცალეთ ყუნწი და თესლი, დაჭერით წვრილ ზოლებად ან კუბებად. დაფას გადააფარეთ ცელოფნის ფენა, დაალაგეთ წიწაკები და ზემოდან კიდევ ერთი ფენა დააფინეთ.

გარეცხეთ ყაბაყი და დაჭერით წვრილ კუბებად. მოაყარეთ წიწაკის შეფუთვას ყაბაყი და დაახურეთ ცელოფანი. მომზადებული ბოსტნეულის რაოდენობის მიხედვით, შეიძლება 3-4 ფენა გამოგივიდეთ. გაახვიეთ ეს ყველაფერი ცელოფანში და შედგით საყინულეში 3-4 საათით, პროდუქტმა გაყინვა რომ მოასწროს. ამის შემდეგ, გადაანაწილეთ ბოსტნეული პაკეტებში.

პომიდორს ორნაირად ვყინავ: პირველ შემთხვევაში, დაჭერით ბოსტნეული რგოლებად და დაალაგეთ ფენებად (ცელოფნის ფენებს შორის). ასე შეიძლება ყაბაყის გაყინვაც.

მეორე შემთხვევაში, ვამზადებ პომიდვრისა და მწვანილის უნივერსალურ სოუსს. ამისთვის, დაჭერით პომიდორი წვრილ კუბებად, დააქუცმაცეთ კამა და შეურიეთ ერთმანეთს. გადაანაწილეთ მასა პაკეტებში და გაყინეთ. სოუსი შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანს, ბოსტნეულისა და ხორცის კერძებს.

ასევე, ყაბაყს ვხეხავ, ოდნავ ვამარილებ, წვენი რომ გაუშვას და ზომაში შემცირდეს, ვწურავ და ჰერმეტულ პაკეტებში ვანაწილებ. ამის შემდეგ ვყინავ, ზამთარში კი არაჩვეულებრივ ოლადებს ვამზადებ.

როცა ყველაფერი პაკეტებში იქნება გადანაწილებული, უბრალოდ წააწერეთ და ჩაალაგეთ საყინულეში, სამომავლო შენახვისთვის. ეცადეთ, პაკეტებიდან ჰაერი მაქსიმალურად გამოუშვათ – ასე ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

აი, ასე მარტივად შეიძლება ბოსტნეულის გაყინვა ზაფხულში, რათა ზამთარში ცხელი სეზონის გემო გაიხსენოთ და ვიტამინები და სასარგებლო ნივთიერებები უკლებლივ მიიღოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს