კეფირის სასარგებლო კოქტეილები, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ

218

ყველამ იცის, რომ კეფირი დაუჯერებლას სასარგებლო რძემჟავის პროდუქტია. მას ბევრი ირჩევს დიეტების დროს. ეს იმიტომ, რომ კეფირი ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის შემცველობას, წმენდს ორგანიზმს და არეგულირებს საკვების მომნელებელ სისტემას. ერთ დროს მე მომბეზრდა სუფთა კეფირის დალევა, ამიტომ დავიწყე ექსპერიმენტირება და მოვიფიქრე რამდენიმე გემრიელი კეფირის კოქტეილის რეცეპტი.

რა თქმა უნდა, კეფირი თავადაც ძალიანს ასარგებლოა, სხვა ინგრედიენტებთან ერთად კი უბრალოდ ვიტამინების ან ცხიმმწველი ნივთიერებების ნაღმად იქცევა. კეფირის კოქტეილები გასახდომად არამხოლოდ ეფექტური, არამედ სასარგებლო და გემრიელიცაა. დღეს სწორედ ამ რეცეპტებს შემოგთავაზებთ.

კეფირის გემრიელი და სასარგებლო კოქტეილები

დარიჩინით

ასეთი სურნელოვანი კოქტეილის მოსამზადებლად, 200 მლ კეფირს დაუმატეთ თითო მწიკვი წითელი წიწაკა, დაფქული დარიჩინი და ჯანჯაფილი. გააზავეთ ეს ინგრედიენტები 2 ს.კ. მინერალური წყლით და მოურიეთ.

თაფლითა და ჯანჯაფილით

დაუმატეთ 1 ჭიქა კეფირს თითო ჩ.კ. თაფლი და დაფქული ჯანჯაფილი. 2 ს.კ. მდუღარე წყალიც ჩაასხით და კარგად მოურიეთ. იდეალურია მათთვის, ვისაც რამდენიმე კგ-ს დაკლება სურს.

ვაშლით

გაფცქვენით 5 ვაშლი და დახეხეთ. შეურიეთ მასა 300 მლ კეფირს და ათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ დარიჩინი გემოვნებით. კოქტეილი ეფექტურად აქვეითებს მადას და ცვლის საკვების მთელ ულუფას.

სამკურნალო კოქტეილი

დაუმატეთ 0.5 ლ კეფირს თითო მწიკვი დარიჩინი, ცოტაოდენი თაფლი და 1 ჩ.კ. დაფქული ჯანჯაფილი. მოურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით, შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით. ასეთი კოქტეილი არამხოლოდ აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას, არამედ გვეხმარება გახდომაშიც. ამისთვის დალიეთ იგი დღეში სამჯერ.

ცხიმების მწველი 

შეურიეთ 1 ჭიქა კეფირს 1 ს.კ. დანაყული ოხრახუში და 1 მწიკვი დარიჩინი. დააყენეთ 1 საათით. ეს კოქტეილი უზმოზე, 10 დღის განმავლობაში უნდა დალიოთ. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ მიიღებთ ბევრ სითხეს და დაიცავთ ბოსტნეულის დიეტას.

ამ რეცეპტებში რთული არაფერია. ყველა ინგრედიენტი აუცილებლად მოიპოვება თქვენს სამზარეულოში. გასინჯეთ თითოეული სასმელი და იპოვეთ იდეალური ვარიანტი თქვენთვის. ჩემი ფავორიტი ვაშლის კოქტეილია. თქვენ იცით მსგავსი რეცეპტები? გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს