საახალწლო დესერტები პენსიონერი მზარეულისგან: რესტორანი სახლში

362

დეკემბერი ხურდება, ესე იგი, ახლა ის დროა, დაასრულოთ ყველა წამოწყებული საქმე და ისწავლოთ იდეალური საახალწლო დესერტების მომზადება! მშიერი ხარის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი მფარველობის დამსახურება ხომ ძალისხმევას მოითხოვს.

ჩვენ უკვე გითხარით, როგორ უნდა მოამზადოთ გემრიელი კექსი ხარის მეგზური ძროხისთვის, თუმცა, ახალ წელს ერთ რეცეპტზე ხომ არ შევჩერდებით? ახლა Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მთელ სამ სადღესასწაულო რეცეპტს დაწვრილებითი ინსტრუქციითა და კულინარიული ოსტატების ვიდეოთი.

საახალწლო დესერტები

საშობაო ბეზე

ინგრედიენტები:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქრის პუდრა
  • მწვანე წყალხსნადი საკვები საღებავი

მომზადება

1. პირველ რიგში, გაათბეთ კვერცხის ცილები, მარტივად რომ აითქვიფოს და უფრო ფუმფულა მასად რომ იქცეს. ამისთვის, ჩადგით ცილიანი თასი უფრო დიდ, თბილი წყლით სავსე თასში და აცადეთ გათბობა 7-10 წუთით.

ამის შემდეგ, ათქვიფეთ ცილები ჯერ დაბალი სიჩქარით, შემდეგ თანდათან გაზარდეთ სიმძლავრე. ამასთან, ნელ-ნელა დაუმატეთ ცილით სავსე თასს შაქრის პუდრა. თქვიფეთ ცილები მანამ, სანამ ქაფის მყარ მწვერვალებს არ მიიღებთ.

2. ახლა დაყავით მიღებული მასა ორ ნაწილად. ერთი გადადგით, მეორეს დაუმატეთ საღებავი. შემდეგ მოათავსეთ ბეზეები ორ საკონდიტრო ტომარაში. მწვანე მასით სავსე ტომარას დაამაგრეთ ვარსკვლავის, ხოლო თეთრით სავსეს – ჩვეულებრივი მგრვალი თავაკი.

ამის შემდეგ, დააფინეთ საცხობ ლანგარზე პერგამენტი და გამოძერწეთ ნაძვის ხეები და თოვლის ბაბუები. ნაძვის ხეებს მოაყარეთ საკონდიტრო მოსართავი, შედგით 80 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 2 საათით.

3. ამ დროის გასვლის შემდეგ, დატოვეთ ბეზე ღუმელში, სანამ მთლიანად არ გაგრილდება. ეს იმიტომ, რომ კარგად გამოშრეს. ბოლოს მორთეთ სურვილისამებრ.

საახალწლო კექსები

ინგრედიენტები ქაფქეიქისთვის:

  • 4 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 500 გ ფქვილი
  • 100 მლ ზეთი
  • 10 გ ვანილი

ინგრედიენტები კრემისთვის:

  • 100 გ კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქრის პუდრა
  • გელის საკვები საღებავი

მომზადება

1. პირველ რიგში, მოამზადეთ კექსები. ამისთვის ათქვიფეთ ღრმა თასში კვერცხი და კარაქი, დაუმატეთ ზეთი, გამაფხვიერებელი, შაქარი (ჩვეულებრივი და ვანილის), კარგად მოურიეთ.

ჩაყარეთ თასში გაცრილი ფქვილი და შეურიეთ ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ახლა მიღებული მასა გადაანაწილეთ სილიკონის ფორმებში და შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

2. მზა კექსი გააგრილეთ და, სურვილისამებრ, გაჟღინთეთ სიროფით ან ხილის ჯემით. ახლა უბრალოდ მოამზადეთ მერენგა (ბეზე) და დაადეთ კექსებს.

3. ბოლოს მორთეთ კექსი სადღესასწაულო მოსაყრელით.

სადღესასწაულო ნამცხვრები

ინგრედიენტები:

  • 300 გ დაფხვნილი ორცხობილა
  • 100 გ კარაქი
  • 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ს.კ. ფქვილი
  • 100 გ ნიგოზი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 გ ვანილინი
  • 200 მლ რძე
  • 200 გ სიმინდის ფანტელი
  • 50 გ შაქრის პუდრა

მომზადება

1. დააქუცმაცეთ ორცხობილები წვრილ ნამცეცებად. მიღებული მასა ღრნა თასში შეურიეთ დაქუცმაცებულ ნიგოზს. ახლა დადგით სარძევე ქვაბი ქურაზე და ჩაყარეთ კაკაო, შაქარი და ფქვილი. კარგად მოურიეთ, დაუმატეთ 100 მლ რძე, გამორთეთ ცეცხლი და ხარშეთ შოკოლადის მასა, მუდმივად ურიეთ და თანდათან დაუმატეთ დარჩენილი რძე. როგორც კი ადუღდება, გამორთეთ ცეცხლი და დაუმატეთ კარაქი და ვანილინი, მოურიეთ კარგად.

2. შოკოლადის მზა მასას შეურიეთ ორცხობილისა და ნიგვზის ნამცეცები, შემდეგ კი მიღებული მასით გამოძერწეთ პატარა ბურთულები. დაალაგეთ ისინი თეფშებზე და მორთეთ სიმინდის ფანტელებით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

3. საახალწლო განწყობისთვის კი მოაყარეთ დესერტს შაქრის პუდრა, თოვლის იმიტაციისთვის, და გააფორმეთ როზმარინის “წიწვებით”.

ასეთი ორიგინალური დესერტები ნამდვილ ფურორს მოახდენს საახალწლო დღესასწაულებზე. გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი რეცეპტიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს