ბევრ ადამიანს აქვს სტრესის სკვებით ჩახშობის ჩვევა. სამწუხაროდ ხშირად ამ ჩევევაში სასარგებლო პროდუქტები ნაკლებად მოიაზრება და ძირითადად ტორტებს, შოკოლადსა და მსგავს საგვებს მიირთმევენ. რას ვიღებთ შედეგად? უფრო მეტი სტრესი და მეტი კილოგრამები. დღეს Paparazzi-ს რედაქცია იმაზე გესაუბრებათ, თუ როგორ უნდა მოიშოროთ დაძაბულობა და სტრესი საკვების მეშვეობით ისე, რომ ამისგან ზიანი არ მოგადგეთ.
როგორ მოვიცილოთ დაძაბულობა და სტრესი
იმ ადამიანების სიას მივეკუთვნები რომლებიც ყველაფერს საკუთარ თავზე ტესტავენ: სავარჯიშოებს, სასმელებს, კერძებს, დიეტებს და ა.შ. ინტერნეტში გამოქვეყნებულ სტატიებს იშვიათად ვუჯერება. მომწონს თვალყურის დევნება იმისთვის, თუ როგორ რეაგირებს ორგანიზმი ამა თუ იმ პროდუქტზე. ჩვენ ხომ ყველა განსხვავებულები ვართ და საჭიროა ჩვენს სხეულს მივუგდოთ ყური!
ბოლო პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ბევრი სტრესული მოვლენა და სადარდებელი ჩნდება. სამსახურის შეცვლა, რემონტი, ჩხუბი – ეს ყველაფერი ნევრბეს ცუდ დღეში აგდებს. ერთხელ ჩემთან სტუმრად მეგობარი მოვიდა, რომელმაც ხილითა და კენკრით სავსე კალათა მოიტანა, თან მითხრა “ჭამე და მოდუნდი”.
სკეპტიკურად ჩავილაპარაკე: “ხო დამაწყნარებლები არ მშველის და ავოკადო მიშველის…”. საერთო ჯამში ჩემს მეგობარს ვესაუბრე და გულზე ოდნავ მომეშვა. თუმცა მაინც ვგრძობდი, რომ ნერვები ცუდ დღეში მაქვს. თუ სახლში რაიმე ტკბილი იყო ყველაფერს ვჭამდი, თუმცა ბოლოს მხოოდ მეგობრის მოტანილი მცენარეული გემრიელობები შემოგვრჩა.
ჩავუჯექი ჩემს საყვარელ სერიალს და ერთი შეკვრა მოცვი შეუმჩნევლად შევჭამე. შემდეგ რამდენიმე ბანანი დავაყოლე. ისე დავმშვიდდი, რომ ძილი მომერია. მთელი კვირის გამოუძინებელი ვიყავი, ვერ ვიძინებდი. ახალშობილივით მეძინა, რამეც კი არ გამღვიძებია.
ბევრი იტყვის, რომ ეს დამთხვევაა. როგორ შეიძლება ხილმა და ბოსტნეულმა სტრესი მოგიხსნათ? გადავწყვიტე ეს თეორია შემემოწმებინა და მომდევნო კვირის განმავლობაში ზუსტად იმ პროდუქტებს მოვიხმარდი როელიც მეგობარმა მომიტანა. ჩემს ცხოვრებაში სტრესულმა მოვლენებმა იმატეს – რემონტის გამო, მაგრამ თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი. უფრო სწრაფადაც ვიძინებდი.
ჩავუღრმავდი ანტისტრესული საკვების საკითხს და ახლა იმ პროდუქტების სიას შემოგთავაზებთ რომმებიც დაძაბულობის მოხსნაში დაგეხმარებათ.
ბანანი
ბანანი დიდი რაოდენობით B6-ს, კალიუმს და ნატურალურ შაქარს შეიცავს. ეს ყველაფერი ჩვენს ნერვულ სისტემას კვებავს. გარდა ამისა ბანანი ერთ-ერთი იშვიათად ხილთაგანია რომელიც სეროტონინის – ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაში გვეხმარება.
კალიუმი გულის მუშაობის ნორმალიზებას ახდენს, არეგულირებს ორგანიზმში წყლის ბალანსს და ტვინს ჟანგბადით ამარაგებს. სტრესის გამო ამ მიკროელემენტის რაოდენობა მცირდება და ბანანას მისი დეფიციტის შევსება შეუძლია.
ავოკადო
ავოკადოს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ სასწაულებრივი პროდუქტი.ის 20-ზე მეტ საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, ისინი აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი სტრესულ პერიოდებში. მათ შორის Е და В ჯგუფის ვიტამინები, ასევე კალიუმი და ფოლიუმის მჟავა.
ავოკადო სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს (რომელიც სტრესის დროს მაღლა იწევს) და გვეხმარება ბევრი არ მივირთვათ, რადგან ნახევარი ავოკადო იმდენად ნოყიერია მთელი საუზმის ჩანაცვლება შეუძლია.
კენკრა
ნებისმიერი კენკრა დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს, რომელსაც სტრესთან გამკლავებაში დახმარება შეუძლია. ერთ კვლევაში გერმანელმა მეცნიერებმა 120 მინაწილეს სთხოვეს სიტყვით გამოსულიყვნენ და შემდეგ რთული მათემატიკური ამოცანები შეესრულებინათ. მონაწილეთა ნაწილმა გამოსვლამდე С ვიტამინი მიიღო. აღმოჩნდა, რმ მათ ორგანიზმში სტრესის დონი გაცილებით დაბალი იყო ვიდრე დანარცე შემთხვევებში.
შავი შოკოლადი
ხშირად სტრესი და შფოთვა ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობის გამო ხდედბა. აი კარგი ახალი ამბავიც: ამ მიკროელემენტის დონე შეგვიძლია შოკოლადის მეშვეობით ავწიოთ! აირჩიეთ ისეთი შოკოლადი რომელშიც კაკაოს შემცველობა 60%-ზე დაბალი არ არის. რძის ან თეთრი შოკოლადი სასარგებლო ნივთიერებებს არ შეიცავს, მათში შემავალი შაქარი კისტრესს უფრო ართულებს. შესანიშნავი ვარიანტია – თხილიანი შავი შოკოლადი.
ფერმენტირებული პროდუქტი
უკვე დიდი ხანია დამტკიცდა, რომ ჩვენი მიკროფლორა არა მხოლოდ საკვების მონელებაზე არამედ განწყობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. იმისთის, რომ სასარგებლო მიკროორგანიზმები გამოვკვებოთ საჭიროა რაციონში ფერმენტირებული პროდუქტები ჩავრთოტ, ისეთი როგორიცაა კეფირი, იოგურტი, რბილი ყველი, კომბოსტოს მწნილი და კიტრი, კომბუჩა (ჩაის სოკოს სასმელი).
ბევრი თანამედროვე კვლევების თანახმად, ამ პროდუქტების რეგულარული მოხმარება სასარგებლო გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ჯანმრთელი მიკროფლორა პირდაპირ არის დაკავშირებული სტრესის ჰორმონის შემცირებულ დონესთან და შფოთვასთან.
ახლა უკვე იცით, როგორ უნდა მოაიხსნათ სტრესი და დაძაბულობა, ისე, რომ მავნე საკვები და დამაწყნარებლები არ გამოიყენოთ. ეცადეთ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ყოველდღიურად მიირთვათ და მათი თვისებები საკუთარ თავზე შეამოწმოთ. შთაბეჭდილებები კი კომენტარებში გაგვიზიარეთ!