დედაჩემი პასკას მხოლოდ ამ რეცეპტით აცხობს. ახლა საიდუმლო მეც გამანდო

7381
Photo credit: Depositphotos

აღდგომაზე წელს მეც ქიშმიშიან პასკას გამოვაცხობ, დარია ცვეკის რეცეპტით. ამ ქალს დამსახურებულად უწოდებენ კულინარიულ ლეგენდას. გალური სამზარეულოს ამ ნიჭიერი წარმომადგენლის კულინარიული წიგნები 9-ჯერ ხელახლა გამოიცა. როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა – მისი თოთეული რეცეპტი ჭეშმარიტად იდეალურია, პირველივე ჯერზე სწორად და გემრიელად გამოგვდის.

აი, თუ სააღდგომო ნამცხვარზე ვისაუბრებთ, პასკის ეს რეცეპტი ერთ-ერთი საუკეთესოა. დედაჩემი პასკას ამ რეცეპტით უკვე 17 წელია აცხობს. მანამდე და შემდეგ მას არაერთხელ უცდია ახალი რეცეპტები, თუმცა, უკეთესი ვერაფერი აღმოაჩინა.

Photo credit: Depositphotos

ქიშმიშიანი პასკის რეცეპტი

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ პასკის მომზადების ინსტრუქციას, დარია ცვეკისგან.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ფქვილი
  • 400 გ რძე
  • 10 კვერცხის გული
  • 100 გ დატკეპნილი საფუარი
  • 200 გ კარაქი ან მარგარინი
  • 300 გ შაქარი
  • 100 გ ქიშმიში
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ლიმონი

მომზადება

1. ცომის დედის მოსამზადებლად, გააზავეთ საფუარი თბილ რძეში, შემდეგ დაუმატეთ 100 გ შაქარი და 200 გ ფქვილი. კარგად მოურიეთ და დადგით მასა თბილ ადგილას 15-20 წუთით. იგი მოცულობაში გაორმაგდება, ზედაპირზე კი ე.წ. “ქუდი” გაჩნდება.

Photo credit: Depositphotos

2. დაუმატეთ ცომის დედას დარჩენილი შაქარი და კვერცხის გული. ცილების ნაწილი შეგიძლიათ მოსართავი ჭიქურის მოსამზადებლად გამოიყენოთ. აგრეთვე, დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ფქვილი (თანდათან).

Photo credit: Depositphotos

3. ცომის მოზელის პროცესში, დაუმატეთ მას დამდნარი და გაგრილებული კარაქი ან მარგარინი. ზილეთ ცომი 15 წუთის განმავლობაში (არანაკლებ). ცომი ელასტიური და რბილი უნდა გამოვიდეს, არ უნდა ეკრობოდეს ხელებს.

მზა ცომს დაახურეთ პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 30 წუთით. შემდეგ ჩაზილეთ და კიდევ 30 წუთით დააყენეთ.

Photo credit: Depositphotos

4. მოამზადეთ საცხობი ფორმები წინასწარ. ჩააფინეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი. დაყავით მზა ცომი რამდენიმე ნაწილად. საცხობი ფორმები ცომით მესამედამდე გაავსეთ. არ შედგათ ღუმელში მაშინვე. დაელოდეთ, სანამ ცომი ორჯერ გაიზრდება სიმაღლეში, შემდეგ გამოაცხვეთ.

Photo credit: Depositphotos

5. გამოცხობამდე წაუსვით ათქვეფილი კვერცხი 20-30 მლ რძესთან. აცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით.

Photo credit: Depositphotos

6. სულ ესაა. უგემრიელესი პასკა მზადაა. მორთეთ, როგორც გენებოთ. მე ამისთვის ცილის გლაზურს, მოსაყრელ ფერად კანფეტებსა და მასტიკის ფიგურებს ვიყენებ.

Photo credit: Depositphotos

გაითვალისწინეთ, რომ ზუსტად 1 კგ ფქვილი უნდა გამოიყენოთ: არც მეტი (თორემ პასკა ჩატკეპნილი იქნება) და არც ნაკლები (რადგან ცომი არ წამოიწევა ცხობის პროცესში). ხოლო კარაქი ან მარგარინი ბოლოს უნდა დაუმატოთ, ზელის პროცესის დასრულებისკენ. ეს მნიშვნელოვანი ნიუანსებია!

Photo credit: Depositphotos

რა თქმა უნდა, პასკა სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის მდგომარეობაში უნდა გამოაცხოთ. თავში მხოლოდ კარგი აზრები, ტუჩებზე კი ლოცვა უნდა ტრიალებდეს. ასე მიიღებთ საუკეთესო შედეგს.

ბედნიერია ის ქალი, რომელიც პასკას თავისი ხელით აცხობს. ამით იგი ოჯახის კერის მცველად, ბედნიერ ცოლად და დედად იქცევა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს