არ ვიცი, თქვენ როგორი ხართ, თუმცა, მე გასული წლის დიდი ნაწილი სამზარეულოში ექსპერიმენტებს დავუთმე. ორცხობილებზე ფიგურებს კარტოფილის საჭყლეტით ვაკეთებდი, ჩაის ცნობისმოყვარეობის გამო დავუმატესოდა. ავითვისე მრავალი სასარგებლო ხრიკი შეფ-მზარეულებისგან. მაგალითად, როგორ უნდა მომზადდეს კერძი ღუმელში. თითქოს, ცხობის პროცესი უმარტივესია. რაღა უნდა ისწავლოთ? რეალურად, ადამიანთა უმეტესობა ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ტოვებს: საცხობ ლანგარს არ ახურებს.
მე თითქმის ყველაფერს ვაცხობ. ყველაფერს დაყრი ლანგარზე, შედგამ და მორჩა, სხვა საქმეებს შეუდგები. უმეტესად, ბოსტნეულს ვაცხობ, მაგალითად, ბატატებს, ჭარხალს, კომბოსტოსა და სტაფილოს. გემრიელი და სასარგებლო გამოდის. როგორ ვაქციოთ ცხობის პროცესი იდეალურად? გააგრძელეთ კითხვა.
რატომ უნდა გაახუროთ საცხობი ლანგარი – ზოგს ღუმელთან მისვლაც არ უნდა. მას ხანგრძლივი ცხობის პროცესი და მომზადების პროცესის გაკონტროლების შეუძლებლობა აშინებს. ქვაბში ან ტაფაზე ხომ ამის გაკეთება მარტივია. მაგალითად, ბოსტნეული ღუმელში იხარშება ხოლმე, გამოცხობის ნაცვლად. როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის გადაჭრა უმარტივესია: გაახურეთ საცხობი ლანგარი და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეთ მასზე გამოსაცხობი პროდუქტი.
რას გვაძლევს საცხობი ფორმის გახურება?
- ჯერ ერთი, ეს დროს ზოგავს! სანამ ღუმელი და ლანგარი საჭირო ტემპერატურას მიაღწევს, თქვენ ბოსტნეულს გარეცხავთ, გაფრცქვნით, დაჭრით და ზეთს მოასხამთ. ასე მომზადებას მაშინვე დაიწყებს და არა ნელა, ღუმელის გახურებასთან ერთად.
- მეორეც, ბოსტნეული ასე უფრო თანაბრად გამოცხვება, გარედან დაიბრაწება, შიგნიდან – დარბილდება. ღუმელისა და ლანგრის სითბო პროდუქტზე ერთდროულად მოქმედებს, ამიტომ, ისინი ნაკლებად შრება. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ვწავთ კერძებს გახურებულ ტაფაზე.
- ამ მარტივი ხრიკის წყალობით, ლანგრის რამდენჯერმე გამოღება და ბოსტნეულის გადატრიალება საჭირო აღარ იქნება.
რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ ლანგარი ცხელი იქნება! ყურადღებით იყავით და გამოიყენეთ სპეციალური მოსაკიდებლები. გაახურეტ ლანგარი, დაზოგეთ დრო და მიიღეთ იდეალური შედეგი.