რით სჯობს მზესუმზირის ზეთი ზეითუნისას

165

სადაცაა ზაფხული მოვა და ქალები, უკვე მერამდენედ, თავიანთი სხეულებით დაინტერესდნენ. ტანვარჯიში, აერობიკა, სწორი კვება, ჯანსაღი პროდუქტები. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, რომლის სარგებლობაც უკვე არაერთხელ დაამტკიცეს მსოფლიოს წამყვანმა დიეტოლოგებმა. თუმცა, ღირს თუ არა მასში ფულის გადახდა? იქნებ, ის მორიგი პროდუქტია, რომელიც მარკეტოლოგებმა ფულის მისაღებად გააპიარეს?

ამ სტატიაში Paparazzi.ge-ის რედაქცია ეცდება, გააანალიზოს და ორი მსგავსი პროდუქტი შეადაროს ერთმანეთს: ზეითუნისა და მზესუმზირის ზეთები. რომელია უფრო სასარგებლო და ადეკვატურია თუ არა მათზე დადებული ფასები? ამას მალე გაიგებთ.

ზეითუნის ზეთის სარგებლიანობა

პროდუქტის კვებითი ღირებულება

დავიწყოთ ცხიმოვანი მჟავებით. პოლიუჯერი ომეგა-3 და ომეგა-6, აგრეთვე, მონოუჯერი ომეგა-9. ომეგა-3-ში არც ერთ ზეთს გაუმართლა. თუმცა, ამ მჟავას შეიცავს შემდეგი პროდუქტი: სკუმბრია, ორაგული, სარდინი და ბერძნული კაკალი. აი, ომეგა-6-ის შემცველობით კი მცენარეული ზეთი (არა ზეითუნის) პირველ ადგილზე დგას: 75% 15%-ის წინააღმდეგ.

დაახლოებით ასეთივე ციფრები, ოღონდ პირიქით, ერგება ომეგა-9 ცხიმოვან მჟავებს. ზეითუნის ზეთი 76%, ხოლო სხვა მცენარეული – 14%. ომეგა-9 ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ესე იგი, ხელს უწყობს ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ინფარქტის რისკს. ზეთის გარდა, ამ მიკროელემენტს ღორის ქონშიც შეხვდებით.

მეორე მხრივ, რამდენიმე მეცნიერმა ამერიკაში რამდენიმე კვლევა ჩაატარა. მათ საცდელი ობიექტები ორ ჯგუფად დაჰყეს და 1 თვის განმავლობაში მხოლოდ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთით მომზადებულ კერძებს აჭმევდნენ. შედეგი გასაოცარი იყო. აღმოჩნდა, რომ ორივე ჯგუფში ქოლესტერინის დონე თითქმის ერთნაირად შემცირდა.

ვიტამინები და მინერალები

სამწუხაროდ, არც ერთი ჩამოთვლილთაგანი არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით ვიტამინებს. E ვიტამინი კი ორივე ზეთის შემადგენლობაშია. თუმცა, ამ მაჩვენებლით მზესუმზირის ზეთი წინ აღმოჩნდა: 50 მგ 100 გ პროდუქტზე, როცა ზეითუნის 100 გ ზეთი 12 გ ვიტამინს შეიცავს.

ეს ვიტამინი პასუხს აგებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აგრეთვე, აახალგაზრდავებს კანს და სახეს ბუნებრივ ფერს ანიჭებს.

რაც შეეხება მინერალებს: მცენარეული ზეთი მათ უბრალოდ არ შეიცავს. სამაგიეროდ, ზეთის ორივე სახეობაში იპოვით ბიოაქტიურ ნივთიერებებს. აქ შედარება შეუფერებელი იქნებოდა, რამდენადაც ორივე მათგანს აქვს სატრაბახო, ამ საკითხში.

საყოფაცხოვრებო გამოყენება

შეწვისთვის, ტრადიციულად, მზესუმზირის რაფინირებულ ზეთს იყენებენ. იგი ქაფს არ წარმოქმნის და არ “ისვრის”. მეორე მხრივ, მსუბუქი სალათების მორთვა ზეითუნის ზეთითაა რეკომენდებული. ზოგიერთი კერძი არარაფინირებული მზესუმზირის ზეთით უფრო გემრიელია: ქაშაყი, დაჭრილი ხახვი და სხვა. ეს უკვე გემოვნების საკითხია.

დაკვამლიანების წერტილი ზეითუნის დამუშავებულ ზეთს უფრო ნაკლები აქვს: 210 240-ის წინააღმდეგ.

ფასი

აქ კონკრეტულ ციფრებს არ მოვიყვანთ, რადგან ამა თუ იმ ბრენდის ზეთი განსხვავდება, მაღაზიის მიხედვითაც კი. თუმცა, საშუალო რიცხვების გამოსაყვანად, ზეითუნის ზეთი მზესუმზირისაზე 2-3-ჯერ უფრო ძვირი ღირს. შთამბეჭდავია, არა?

დასკვნა? მზესუმზირის ზეთის კვებითი ღირებულება ზოგიერთ პოზიციაში უსწრებს მეორეს, თუმცა, ომეგა-9-ს შემცველობაში ჩამორჩება. ზეითუნის ზეთი მზესუმზირისას ჩამოუვარდება E ვიტამინის შემცველობით. სამაგიეროდ, იგი უკეთესია სალათებისა და სხვა მსუბუქი კერძების მოსამზაებლად. რაც შეეხება ფასს – ყველაფერი გასაგებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს