ქმარი მშობლებს თავისი ხელფასის მეოთხედს აძლევს, როგორ შევაჩერო?

563

შვილები მოხუცებულ მშობლებს უნდა ეხმარებოდნენ. ჯერ მშობლები აყენებენ ბავშვებს ფეხზე, შემდეგ მათ ფეხზე დგომაში უჭერენ მხარს, საკუთარ თავს უზრუნველი სიბერე რომ მოუმზადონ. თუ შვილი სწორად აღზარდეს, ეჭვიც არ შეგეპარებათ, რომ სხვანაირად მოიქცევა. თუმცა, ჯუნა, რომელიც 8 წლის წინ ცოლად აკოს გაჰყვა, ასე არ ფიქრობს.

შვილები მშობლებს უნდა ეხმარებოდნენ?

“მე და ჩემი ქმარი 8 წლის წინ დავქორწინდით. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერ შევეგუე იმას, რომ აკო ყოველთვე აძლევს მშობლებს ხელფასის საკმაოდ დიდ ნაწილს. ის ძალიან მზურნველი, ყურადღებიანი ქმარია. კარგ საჩუქრებსაც მჩუქნის, ჩემი კომფორტისთვის ყველაფერს აკეთებს. მაგრამ არც მშობლებზე ფიქრს წყვეტს.

მე სახლის საქმეებს ვაკეთებ, არ ვმუშაობ, აკოს ხელფასი გადასახადებსა და ძირითად მოთხოვნილებებს ფარავს. ვერ ვიტყვი, რომ მდიდრები ვართ, მაგრამ თავის გასატანად გვყოფნის. რამდენადაც მას კარგი ხელფასი აქვს, გადაწყვიტა, რომ ქალაქგარეთ მცხოვრებ მშობლებს დაეხმაროს. ორივე მუშაობს, ამიტომ, სიმართლე რომ გითხრათ, თვითონაც გაიტანდნენ თავს. 

აკომ თქვა, რომ მშობლებზე ზრუნვა მისი უშუალო მოვალეობაა. სწორედ მათ უნდა უმადლოდეს ყველაფერს, რაც აქვს. ჩემთან არც განუხილავს ის საკითხი, უნდა დახმარებოდა თუ არა მშობლებს და რამდენი ფული უნდა დაეთმო მათთის. 

როცა აკოს ცოლად გავყევი, იგი მშობლებს სახლის აშენებაში ეხმარებოდა. ავეჯი უყიდა, სახლში რემონტი გაუკეთა. ეს ნორმალურად მიმაჩნდა,  ოდესღაც ხომ ეს ჩვენი სახლი იქნებოდა. თუმცა, აშენების შემდეგ, აკოს არ შეუწყვეტია მშობლების დახმარება. თავისი ხელფასის მეოთხედს ყოველთვე მათ აძლევს.

ეს სიტუაცია არ მომწონს, არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ ქმრის მშობლებს სხვებივით ცხოვრება. არ უჭირთ, ფულს არ ხარჯავენ. მაშ, რატომ უნდა ვაძლევდეთ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტის ნაწილს ყოველთვე მათ? თუმცა, აკო დარწმუნებულია, რომ მშობლები ასე უფრო კარგად იცხოვრებენ. ვეთანხმები, მშობლებზე უნდა იზრუნოს, მაგრამ არა ოჯახის დაზარალების ხარჯზე. 

ჩემი დაბადების დღის იტალიაში აღნიშვნა მინდა – ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ქმარი კი მთხოვს, რომ გამგზავრება გადავდოთ, რადგან საკმარის ფულს ვერ მოვაგროვებთ. არაფრის დაგროვება არ მინდა, მშობლებს რომ არ აძლევდეს ფულს, აქამდეც შევძლებდით საზღვარგარეთ წასვლას. ნუთუ არ შეიძლება დროებით მაინც შეწყვიტოს ფულის მიცემა?”

რედაქციის რჩევა

მშობლებზე ზრუნვა კარგი აღზრდის შედეგია. აკოს მშობლები მას აჭმევდნენ, აცვამდნენ, ასწავლეს, გაზარდეს… მთავარი კი ისაა, რომ აღზარდეს კეთილშობილ, მზრუნველ და მოსიყვარულე ადამიანად. იგი ყველაფრით უზრუნველყოფს ცოლს, რომელსაც შეუძლია, არ იმუშაოს, თან არც უახლოესი ადამიანები ავიწყდება. ნათელია, რომ ჯუნას არ აქვს უფლება, განიხილოს საკითხი იმის შესახებ, უნდა დაეხმარონ თუ არა მშობლებს. თუმცა, მაშინაც კი, თუ ფიქრობს, რომ ქმარი ძალიან ბევრ ფულს აძლევს მათ, რითაც ოჯახს აზარალებს, აქვს თუ არა იმის უფლება, რომ ქმარს მშობლების დახმარება აუკრძალოს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს