ბადრიჯანი ნიორით, ღუმელში და როგორ მოვამზადოთ ბაბაგანუში.

347

ბაბაგანუში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საკმაოდ პოპულარული ხემსია,ძირირთადად, ისრაელში,თურქეთში და ეგვიპტეში. კერძის ბაზას წარმოადგენს ღუმელში გამომცხვარი ნივრიანი ბადრიჯანი,ზოგადად უმჯობესია მისი მომზადება ღია ცეცხლზე.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ ბაბაგანუშის რეცეპტს,მას აქვს საინტერესო გემო და მარტივი მომზადების წესი. კერძის კონსისტენცია პასტისებრია ან ჰგავს სქელ სოუსს,რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალ ბოსტნუელთან ერთად ან გადაუსვათ პურზე.

ღუმელში გამომცხვარი ნივრიანი ბადრიჯანი

სახელი “ბაბაგანუში’ შედგება ორი სიტყვისგან: ბაბა ნიშნავს მამას, განუში კი ეწოდება სპეციალურ ქვას,რომლითაც ხდება ყველის და მარცვლეელის დაპრესა. ბაბაგანუში ტოვებს ფაფის ასოციაციას.

ინგრედიენტები:

  • 4ც. ბადრიჯანი
  • 5 ს.კ ქუნჯუტი ან ტაჰინი
  • 4 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • 100მლ სქელი იოგურტი
  • 2კბილი ნიორი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 0,5 ჩ.კ დაფქვილი ქინძი
  • 0,5 ჩ.კ ძირა
  • მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. თუ მაყალი გაქვთ, ბადრიჯანი მასზე შეგიძლიათ მოამზადოთ. თუ არა,გარეცხეთ ისინი,დაჩხვლიტეთ ჩანგლით და მოათავსეთ გაცხელებულ ღუმელში.გაჭრა არაა საჭირო,გამოაცხვეთ 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.
  2. მობრაწეთ ქუნჯუტი,ის უნდა გახდეს ოქროსფერი, ჯობს გამოიყენოთ მშრალი ტაფა.
  3. მობრაწული ქუნჯუტი და ჩაყარეთ ბლენდერში, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და დააქუცმაცეთ ერთგვაროვან მასამდე. თუ ამისთვის მოთმინება არ გყოფნით, გამოიყენეთ ტაჰინი.
  4. ღუმელიდან გამოიღეთ ბადრიჯანი და მიეცით დრო გასაგრილებლად. თითოეული გაჭერით ორ ნაწილად,კოვზით გამოფხიკეთ მისი რბილი შიგთავსი და ბლენდერში გადაიტანეთ. თუ კანიც რბილია,ისიც დაუმატეთ,ასევე ქუნჯუტის პასტა,ლიმონის წვენი,ნიორი და იოგურტი.დაგჭირდებათ ზეითუნის ზეთიც და სანელებლებიც.
  5. ბაბაგანუში მზადაა. თქვენი შეხედულებისამებრ,ბადრიჯანი შეგიძლიათ გამოაცხოთ ნიორთან ერთად.

რედაქციისგან

ქუნჯუტი შეგიძლიათ შეცვალოთ ნიგვზით,თუქული იოგურტი კი-უბრალო არაჟნით. შეგიძლიათ თავზე მოაყაროთ ბროწეულის მარცვლებიც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს