დიეტოლოგები ერთხმად ამბობენ:ჯობს საღამოს თავი შეიკავოთ ნოყიერი წახემსებისგან,ცომეულსა და ხორცის პროდუქტებზე. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქი პროდუქტებისგან დამზადებულ ვახშამს. ღამის საათებში მეტაბოლიზმის პროცესი ნელდება,საჭმლის მომნელებელი სისტემა რთულად უმკლავდება მძიმე საკვებს.
ჩვენ ვეთანხმებით ამ მოსაზრებას. ასევე წინააღმდეგნი ვართ, რომ ადამიანი,რომელიც ზრუნავს საკუთარ ფიზიკურ ფორმაზე,შიმშილობდეს. საკვების ნაკლებობა ხომ ისეთივე პრობლემაა,როგორც მისი ჭარბი რაოდენობა. წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომლებიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერ დროს,ეს თქვენს მდგომარეობაზე უარყოფითად არ აისახება.
ვახშამი მსუბუქი პროდუქტებისგან
- ქათმის ბარკალი – ქათამი-დიეტური პროდუქტია.განსაკუთრებით ფილე. სპორტსმენები,რომლებსაც სურთ კუნთოვანი მასა ბუნებრივი გზით განივითარონ, მიირთმევენ ქათმის ხორცს. ბარკალი არაა ისე მშრალი,როგორც თეთრი ხორცი და ის ქათმის ყველაზე გემრიელი ნაწილია. ერთადერთი ნიუანსი-მომზადებამდე კანი გააძრეთ.75 კალორია.
- ნუში – მხოლოდ 13 კაკალს შეუძლია დაგანაყროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ნუში ძალიან სასარგებლოა თავის ტვინისთვის,შეიცავს E ვიტამინს. როგორც კაკლების უმრავლესობაში, ნუშშიც დიდი რაოდენობით ცხიმებია (53%), რომლებიც აუმჯობესებს სახსრების და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციონირებას. მხოლოდ 90 კალორია.
- კივი – ეს ეგზოტიკური პროდუქტი თითქმის ყველა ვიტამინს შეიცავს. მასში ბევრი უჯრედისი,ორგანული მჟავები და საკვები ბოჭკოა. 2 საშუალო ზომის კივი სულ რაღაც 95 კალორიაა. შესანიშნავი დესერტია, რომელიც ეფექტურია გასახდომად.
- ბოსტნეულის სუპი – ბოსტნეულის სუპი-ძალიან სასარგებლო,მსუბუქი,უცხიმო,ცელულოზით სავსეა და არ ტოვებს სიმძიმის შეგრძნებას. ინგრედიენტები ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. ბოსტნეულის სუპის 200მლ 50 კალორის შეიცავს. დანაყდებით კიდეც და ფიგურასაც შეინარჩუნებთ.
- კვერცხი – ადრე მიიჩნევდნენ, რომ კვერცხის გული დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავდა. ამას წინათ მეცნიერებმა დაამსხვრიეს ეს მითი და დაამტკიცეს, რომ შეგიძლიათ ის ყოველდღიურად მიირთვათ. ერთადერთი პირაბაა: არა ორზე მეტი. თუმცა ცილა მეტიც შეგიძლიათ ჭამოთ. ეს პროდუქტი შეიცავს მხოლოდ 97კალორიას.
- იოგურტი – წინასწარ შევთანხმდეთ:იოგურტი არ უნდა შეიცავდეს არომატულ დანამატებს და შაქარს.ნატურალური და სასარგებლო იოგურტი შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც კი მოამზადოთ.150გ მხოლოდ 100 კალორიაა!
- ბანანი – ერთი ბანანი-100 კალორიას შეიცავს. მას მსუბუქს ვერ დავარქმევთ,პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე კალორიული ხილია. სამაგიეროდ მასში უამრავი ენერგეტიკული ნახშირწყალი,კალიუმი და მაგნიუმია,რაც სასარგებლოა ორგანიზმის წყლის ბალანსისთვის.არ უნდა დაგვავიწყდეს ბედნიერების ჰორმონიც,რომელიც გვაბედნიერებს და განწყობას გვიმაღლებს!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს