გემრიელი შესქლებული რძე – კარგი განწყობის და სასიამოვნო დღის დასაწყისი. უმრავლესობას უყვარს მისი დამატება ჩაიში, ბლინებზე, ოლადებზე, ვაფლებზე. თუმცა, ზოგიერთი თანამედროვე მწარმოებელი შეიძლება პატიოსნად არ იქცეოდეს. ისინი ამატებენ პროდუქტში საღებავებს და ხელოვნურ დამატკბობლებს, რაც დამანგრეველია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. “paparazzi.ge” ამ სტატიაში გასწავლით ხარისხიანი შესქელებული რძის არჩევას.
გემრიელი შესქელებული რძე
შესქელებული რძე ყველას უყვარს, მისი ტბილი რძის გემო დიდსაც და პატარასაც სიამოვნებას გვრის. იმისათვის, რომ ნამდვილად ხარისხიანი პროდუქტი იყიდოთ, უნდა დაიმახსოვროთ რამდენიმე მარტივი რჩევა. პირველი – თვითონ პროდუქტის დასახელება. მწარმოებელი ვალდებულია ზუსტად მიუთითოს პროდუქტის სახელწოდება, მაგალითად “საღი რძე შაქრით”, ან “შესქლებული საღი რძე შაქრით”. თუ შეფუთვაზე თავს იწონებს წარწერა “შესქლებული რძე” – აქ სავარაუდოდ, ნამდვილი რძე არ იქნება შემადგენლობში.
მეორე – შემადგენლობა. ნატურალური შესქელებული რძე უნდა შეიცავდეს მხოლოდ შაქარს, რძეს და ნაღებს. თუ ეს ტკბილეული კიდევ შეიცავს სხვადასხვა სახის ანტიდამჟანგავ და ნატრიუმისა და კალიუმის ელემენტებს, ანუ სტაბილიზატორებს, არც ეგ ნიშნავს ცუდს. ეს დანამატები საჭიროა პროდუქტის ხანგრძლივად შესანახად.
მესამე – ქილის გარეგნული მხარე. შესქელებული რძე გამოდის მეტალის ქილებშიც და პლასტიკატის პაკეტებშიც, მაიონეზის მსგავსად. ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი პაკეტი არ იყოს დაზიანებული.
აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ საღი რძისგან მომზადებული შესქელებული რძე არ შეიძლება ღირდეს იაფი. ნატურალური რძის ფასი ისედაც ძვირია, ამ ტკბილეულის მომზადებას კი ორჯერ მეტი რძე სჭირდება. ხარისხიანი პროდუქტი ნამდვილად ვერ იქნება დაბალი ფასით.
ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა
საქმის კურში რომ იყოთ, თუ რას ყიდულობთ, ყურადღებით წაიკითხეთ შემადგენლობა. დაიმახსოვრეთ, ნამდვილი შესქელებული რძე უნდა შეიცავდეს მხოლოდ რძეს და შაქარს. ზოგი მწარმოებელი რძეს ცვლიან პალმის ზეთით, რადგან უფრო იაფია, მაგრამ მისგან მომზადებული შესქელებული რძე უსიამოვნო ნაცრისფერი გამოდის, ამიტომ უმატებენ ტიტანის დიოქსიდს (Е 171). ეს დანამატი “ათეთრებს” მასას და აძლევს კრემისფერ-თეთრ და მოყვითალო ფერს. ასევე, იდეალურად თეთრი ფერის პროდუქტსაც მოერიდეთ.
შესქელებული რძის შემადგენლობაში თუ არის ზედმეტი ხელოვნური დამატკბობელი, მასაც მოერიდეთ. კარგია. თუ მწარმოებელი უთითებს ყველა კომპონენტს ეტიკეტზე და არ ცდილობს ორიგინალად მის გასაღებას. ამიტომ ყურადღებით შეისწავლეთ შემადგენლობა.
გემრიელი შესქელებული რძის დეგუსტაცია
თუ უკვე შეაფასეთ შესქელებული რძის გარეგნული მხარე, შეარჩიეთ საუკეთესო ვარიანტი თქვენთვის და შეიძინეთ, გადავიდეთ შიგთავსის შეფასებაზე. ნადვილი შესქელებული რძე უნდა იყოს ნაზი კარამელისებური შეფერილობის, არც თეთრი და არც ყვითელი. არ უნდა ქონდეს მძაფრი არაბუნებრივი სუნი და გემო.
ხარისხიანი პროდუქტის კონსტიტენცია უნდა იყოს ერთგვაროვანი. შაქრის კრისტალები მასაში ნიშნავს გადაჭარბებული დამატკბობლის შემცველობას. ასევე ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ვადას.
შინაური ექსპერიმენტები
ზოგი ენთუზიასტი თავად ცდილობს სახლში ექსპერიმენტის ორგანიზებას და ნაყიდი პროდუქტის შემოწმებას. ამ გზით შეიძლება უფრო დაზუსტებით ამოცნობა ხარისხიანი და უხარისხო მწარმოებლის. საერთოდ, სერიოზული ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს სტერილურ ლაბორატორიულ პირობებში, ყველა წესის დაცვით.
თუმცა, თუ სურვილი გაქვთ სცადოთ რამდენიმე სახალისო ექსპერიმენტი სახლის პირობებში, მიმართეთ შემდეგ მეთოდებს:
გახსენით შესქელებული რძე ცხელ წყალში. თუ ბოლომდე არ გაიხსნება და დარჩება სხვადასხვა ნაწილაკები, მეტად ამ მწარმოებლის პროდუქტი აღარ იყიდოთ.
შეიცავს თუ არა თქვენი შესქელებული რძე სახამებელს, მარტივად გაიგებთ თუ აღებულ ნიმუშს დააწვეთებთ იოდს. თუ მასა გალურჯდება, სახამებელი შემადგენლობაში არის. რაც გლუტენის აუტანლობის მქონე ადამიანებისთვის სახიფათოა.
ასევე, შეგიძლიათ წყალში გახსნილ შესქელებულ რძეს დაუმატოთ ლიმონმჟავა. ნამდვილი რძე ასეთ მდგომარეობაშიც აიჭრება.
ყურადღებით შეარჩიეთ თითოეული პროდუქტი სუპერმარკეტების თაროებზე. შეამოწმეთ თითოეული დეტალი, წაიკითხეთ შემადგენლობა, შეადარეთ რამდენიმე ვარიანტი. გისურვებთ წარმატებულ შენაძენს.