რა არის დაღესტნური დღეგრძელობის პასტა და როგორ მოვამზადოთ სახლში მარტივად

306

დასავლეთში – ავოკადო, აღმოსავლეთში – სპირულინა, დაღესტანში – ურბეჩი. ამ სუპერ საკვების სამშობლო დაღესტანია. თავიდან პასტას მხოლოდ ახალი თაფლით და სელის თესლით ამზადებდნენ, მაგრამ დღეს მომზადების ფართო ვარიანტი არსებობს. მაგალითად, დაღესტნური ურბეჩი შეგიძლიათ კაკლის ბაზაზე მოამზადოთ. მზა პროდუქტი ეკო–დახლებზე საკმაოდ ძვირად იყიდება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. სწორედ ამიტომ, Paparazzi გირჩევთ, რომ დაღესტნური ურბეჩი თავად მოამზადოთ. კლასიკური, კარაქით, სეზამით, ქოქოსით ან თხილით. თქვენ რომელ გემოს აირჩევთ?

კლასიკური ურბეჩი სელის თესლით – ამ პასტის მოსამზადებლად 300 გრ სელის თესლი დაგჭირდებათ. ყავის საფქვავით ან ბლენდერით დაფქვით, სანამ ზეთს არ მიიღებთ. შემდეგ დაფქულ სელის თესლს 1–2 ჩ/კ თხევადი თაფლი, მწიკვი მარილი დაუმატეთ და აურიეთ.მზა მასა ჰერმენტულ შეფუთვაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. კლასიკური ურბეჩი იმუნიტეტს აძლიერებს, დეპრესიასთან ბრძოლაში გვეხმარება და უბრალოდ განწყობას ამაღლებს. პასტა თეთრ პურთან ერთად განსაკუთრებით გემრიელია.

კარაქიანი ურბეჩი სეზამის თესლით – ურბეჩს სეზამის თესლით უფრო ნაზი გემო აქვს, ხოლო კარაქით მისი გემო უფრო ძლიერდება. პასტის მოსამზადებლად 300 გრ სეზამის თესლი დაფშვენით. 250 გრ კარაქი და 2 ს/კ თაფლი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ნარევი დაქუცმაცებულ სეზამს დაუმატეთ.ურბეჩს კარგად აურიეთ, ქილებში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. პასტა სეზამით და კარაქით შეგიძლიათ ფაფებს და იოგურტს დაუმატოთ. სასაუზმოდ შესანიშნავი ვარიანტია.

ურბეჩი ჩიას თესლით – ჩიას თესლით კიდევ უფრო სასარგებლო ურბეჩი მზადდება. ამისთვის 100 გრ კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. 100 გრ ჩიას თესლი დააბლენდერეთ და მზესუმზირას თესლი დაუმატეთ, კვლავ დააქუცმაცეთ.დაქუცმაცებულ თესლებს კარაქი, 0,5 ჩ/კ სტევია ან 1 ჩ/კ თხევადი თაფლი დაუმატეთ. ინგრედიენტებს აურიეთ, ქილებში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ასეთი ურბეჩი შეგიძლიათ დილის სმუზს დაუმატოთ.

ქოქოსი–ნუშის ურბეჩი – მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ნატურალური ქოქოსის ფანტელები (სჯობს თავად გააკეთოთ) და შეუმწვარი ნუში. 150-150 გრ პროდუქტები ერთგვაროვანი პასტის მიღებამდე დააბლენდერეთ. 2 ს/კ აგავის სიროფი დაუმატეთ.ინგრედიენტებს აურიეთ. ქილებში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ასეთი ურბეჩი შეგიძლიათ ტოსტებს წაუსვათ ან ქოქოსის ჩიზქეიქის ბაზად გამოიყენოთ. დიდებული რამ გამოვა!

შოკოლადის ურბეჩი თხილით და ფინიკით – შოკოლადი–კაკლის პასტა მოგწონთ? მაშინ ეს ურბეჩი ნამდვილად მოგეწონებათ! 250 გრ თხილი ზეთის გამოღებამდე დააბლენდერეთ. ამ დროში 10-12 ფინიკი ცხელ წყალში ჩაალბეთ.როცა ფინიკი გასივდება, გააშრეთ და კურკები მოაშორეთ. რბილობი წვრილად დაჭერით, თხილი და 1 ს/კ კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ. როგორც სხვა ყველაფერი, სასარგებლო ნუტელა მაცივარში შეინახეთ.

ჩვენთვის ურბეჩი ცოტა უცხოა აი, ნიგოზზე თაფლის მოსხმა სასიამოვნოა. მახსოვს, ბებია სამზარეულოში ასეთი ნარევით სავსე ნახევარლიტრიანი ქილა ყოველთვის ჰქონდა. ჩაის ან ბალახების ნახარშს უმატებდა. თაფლის და კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველამ იცის. აპირებთ დაღესტნური ურბეჩის მომზადებას? რომელ რეცეპტს გამოიყენებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს