ნადვილი ხაჭო შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს,ცილას,კალციუმს,მაგნიუმს,რკინას,თუთიას და ფოსფორს.აღნიშნული კომპონენტები დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ძვლოვან სისტემაზე,საჭმლის მომნელებელი ტრაქტის,ღვიძლის,თირკმელების ფუნქციონირებაზე.
როგორ შევამოწმოთ ხაჭოს ხარისხი?
ხალხის ნაწილი საკვებად ვერ იყენებს ხაჭოს ორგანიზმის განსაზღვრული თავისებურებების გამო. იმ ადამიანებმა,რომელთა რაციონის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია ხაჭო,უნდა იცოდნენ,თუ რა ხასისხის პროდუქტს მიირთმევენ. არსებობს რამდენიმე საინტერესო ხრიკი,რომელთა გამოცდა სამზარეულოში დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ.ღირს თუ არა იმაზე საუბარი,რომ უხარისხო ხაჭო მაღაზიის დახლზე-ეს არა მხოლოდ მომხმარებლის მოტყუება,არამედ უდიდესი რისკია მისი ჯანმრთელობისთვის. ყველაზე მეტად პატარა ბავშვები შეიძლება დაშავდნენ,რადგან მათი ორგანიზმი შედარებით სუსტია. პირველ რიგში,ყურადღებით შეისწავლეთ მარკირება პროდუქტის ეტიკეტზე. ხარისხიანი ხაჭო დამზადებული უნდა იყოს ნატურალური რძისგან,დაუშვებელია ნებისმიერი სახის დანამატების,მათ შორის,მცენარეული წარმოშობის ან სოიოს ცილის არსებობა.
ხაჭოს ხარისხის შემოწმება სახლის პირობებში – თუ ხაჭოს მაღაზიაში არ ყიდულობთ,უმჯობესია მის ვარგისიანობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ. მას შეიძლება დამატებული ჰქონდეს სახამებელი ან მცენარეული ცხიმი,მაგალითად,პალმის ზეთი.ასეთ შემთხვევაში მწარმოებლებმა შეფუთვაზე უნდა მიუთითონ “ხაჭოსებრი პროდუქტი” და არა-“ხაჭო”. სახამებელს უმატებენ მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მისაღებად,თუმცა იოდის რამდენიმე წვეთი მალევე ამოხსნის ამ საიდუმლოს, პროდუქტში არსებულ სახამებელს ლურჯად შეღებავს. მანამდე ის შეგიძლიათ გამოსცადოთ სახამებლის შემცველ სხვა პროდუქტებზე,მაგალითად, უმ კარტოფილზე ან თეთრ პურზე.
არა მცენარეულ ცხიმებს ! – მდუღარე წყალი დაგეხმარებათ განსაზღვროთ,აღინიშნება თუ არა მცენარეული ცხიმები ხაჭოს შემადგენლობაში. ამის გასარკვევად რძის პროდუქტის მცირე ნაწილი მოათავსეთ მინის ჭურჭელში.,რომელიც ცხელი წყლის ტემპერატურას გაუძლებს. ნატურალური ხაჭო მდუღარესთან ზემოქმედების შემდეგ ფსკერზე უნდა დაილექოს,მაღალი ტემპერატურა გამოიწვევეს მცირე შეწებებული გუნდების წარმოქნას.ხაჭო,რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმებს,აღმოჩნდება ზედაპირზე პატარა გრანულების სახით. მისი ნაწილი გალღვება,ნაწილი ცხელი წყლის და ხაჭოს მღვრიე კოქტეილად გარდაქიმნება.
იმოქმედეთ რაციონალურად – ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ. არ ღირს გამყიდველების გალანძღვა,ისინი მხოლოდ ხაჭოს ვარგისიანობის ვადაზე და შენახვის პირობებზე არაინ პასუხისმგებელნი,შემადგენლობაზე კი-თავად მწარმოებლები. ყურადღებით შეისწავლეთ ეტიკეტზე დატანილი ინფრომაცია,ვიდრე პროდუქტს კალათაში ჩადებთ.ფრთხილად იყავით ბაზრობაზე რძის პროდუქტების ყიდვისას.გახსოვდეთ,რომ სახლის პირობებში დამზადებული ხაჭო მალე ფუჭდება. მისი ხარისხის შემოწმება შეგიძლიათ შემდეგნაირად:რძის პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 7-8 საათით,ჟანგბადთან რეაქციაში შესვლის შემდეგ ის მიიღებს გამოხატულ მჟავე სუნს.
ეს მარტივი და სასარგებლო ხრიკები დაგეხმარებათ განსაზღვროთ მოცემული პროდუქტის ხარისხი და აღარ დაუშვათ შეცდომები მისი ყიდვისას.