მწვანე ხახვის სეზონი მალე მთავრდება ხოლმე, გამოცდილი დიასახლისები ზაფხულში იმარაგებენ ხოლმე სანოვაგეს: ხილი, მწვანილი, ბოსტნეული, რათა ცივ სეზონზე გაანებივრონ ოჯახის წევრები მრავალფეროვანი კერძებით. პაპარაცის რედაქცია დღეს ამ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ შეინახოთ მწვანე ხახვი ზამთრისთვის ისე, რომ შეინარჩუნოს გემო და ფერი.
როგორ შევინახოთ მწვანე ხახვი
გასწავლით მარტივ ხერხს, თუ როგორ შეინახოთ მწვანე ხახვი გაყინვის გარეშე ხანგრძლივად. ამასთან, ის დაიკავებს ცოტა ადგილს და არ გადაგიტვირთავთ მაცივარს. მივყვეთ თანმიმდევრულად:
- გარეცხეთ ხახვი და კარგად გააშრეთ – ეს აუცილებელი პუნქტია. დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე ან ტილოზე, რომ გაშრეს და სისველე არ შეყვეს.
- შემდეგ დაჭერით ხახვი, თეთრი ნაწილი ძალიან წვრილად, ხოლო მწვანე ნაწილი – უფრო მოზრდილად.
- აიღეთ საცხობი დაფა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დაყარეთ ხახვი სქელ ფენად.
- თუ ხახვი ძალიან ბევრია, გადაანაწილეთ მეორეზე, ან დააფინეთ პერგამენტი ღუმელის ბადეზე და ზედ გადაანაწილეთ.
- გაახურეთ ღუმელი 50 °C. (თუ აქვს კონვექციის ფუნქცია, უფრო სწრაფად გააშრობს) აუცილებლად შეაღეთ ღუმელის კარი, რათა ორთქლი არ დაგროვდეს.
- აშრეთ ხახვი ღუმელში დაახლოებით 2-3 საათი. (დამოკიდებულია ღუმელზე და მისი კონვენციის ხარისხზე)
- შრობის დროს რამდენჯერმე აურიეთ ხახვს. პირველად 40 წუთის მერე, შემდეგ კიდევ. გაითვალისწინეთ, რომ ბადეზე უფრო მალე შრება, ვიდრე დაფაზე.
- მზადყოფნის შემოწმება მარტივია: თუ ხახვი ხელის გულზე დაიფშვნება, ის მზადაა. ეხლა კი დაახარისხეთ.
- შეგიძლიათ მოამზადოთ სამი სახის სანელებელი. პირველი – დატოვეთ ისეთი, როგორიც არის. გამოიყენეთ საკმაზის სახით წვნიანებში, ან კერძებზე მოსაყრელად. მეორე ვარიანტია – დაღერღეთ საფქვავში და დაუმატეთ მარილი. მესამე – დაფქვით წვრილად და დაუმატეთ ამასაც მარილი. ეს საკმაზი იდეალური იქნება სალათებში, ღვეზელებში და საერთოდ იმ კერძებში, სადაც საჭიროა ხახვის გემოს სწრაფად გახსნა.
- მარილის დამატება საჭიროა იმისთვის, რომ სანელებელში არ გაჩნდეს კორძები. შეინახეთ ქილებში ოთახის ტემპერატურაზე.
თქვენ როგორ ინახავთ მწვანე ხახვს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს