უსაზღვროდ გემრიელი სოუსი “კავკასიური პესტო”, რომელიც ჭეშმარიტ მთის გემოს გაგრძნობინებთ.

589

ეს კავკასიური სოუსი იმდენად გემრიელია, რომ ხელსახოცსაც შეგაჭმევინებთ. მისი მომზადებას კი ყველა შეძლებს, ვისაც სამზარეულოში ბლენდერი აქვს. პაპარაცის რედაქცია დღეს მის მომზადებას გასწავლით.

კავკასიური სოუსი

ინგრედიენტები:

  • დიდი კონა ქინძი
  • რამდენიმე ღერი პიტნა
  • 1 ცალი მწვანე წიწაკა
  • 10 ცალი კაკალი
  • 100 გრ. შებოლილი ადიგენური ყველი ან პარმეზანი
  • დაფქული შავი პილპილი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ მწვანილები გამდინარე წყალში და გააშრეთ ხელსახოცზე.
  2. დაჭერით ქინძი მსხვილად.
  3. მოაწყვიტეთ ფოთლები პიტნას და ღერო გადააგდეთ.
  4. დაჭერით წვრილად მწარე მწვანე წიწაკა – სიმწარე თავად დაარეგულირეთ სასურველ დონეზე.
  5. წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი. შებოლილი ადიგენური ყველი საინტერესო არომატს მისცემს სოუსს, მაგრამ გამოდგება ნებისმიერი მყარი ყველი, მაგალითად პარმეზანი.
  6. დანის გვერდით გაჭყლიტეთ ნიორი და დაჭერით.
  7.  მოათავსეთ ქინძი, პიტნა, კაკალი, წიწაკა, დაფქული პილპილი, ყველი და ზეთი ბლენდერში. ზეთის რაოდენობა განსაზღვრეთ თვალით, მიღებული სოუსი არ უნდა იყოს არც სქელი და არც ძალიან თხელი.
  8. ჩართეთ ბლენდერი ერთგვაროვანი და ურიეთ მასის მიღებამდე.
  9. ჩაასხით მიღებული მასა ცალკე ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
  10. ფერადი და ხასხასა კავკასიური სოუსი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ამ სოუსში იდეალურად ერწყმის შებოლილი ყველი არომატი სხვა ინგრედიენტებს და საერთო ჯამში პიკანტურ გემოს იღებთ. სოუსს გამოიყენებთ ცხელ კერძებში, პასტაზე, სალათებზე, მწვადზე და პიცაზეც კი. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს