გამოცდილმა სოკოს მოყვარულებმა იციან რომელი სოკო იჭმევა და რომელს უნდა მოერიდონ. მაგრამ ზოგიერთი სოკოს ჯიში უსამართლოდ რჩება ყურადღების გარეშე. არადა ისინი საკმაოდ გემრიელი და სასარგებლოები არიან. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ უსამართლოდ მივიწყებულ სოკოებზე, რომელიც შეგიძლიათ შეაგროვოთ და თამამად მიირთვათ.
რომელი სოკო იჭმევა
ტყის სოკოების მრავალფეროვნება დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. თითოეულ ადგილზე ადამიანები არ კრეფენ რამდენიმე სახეობის სოკოს, არადა სწორი დამუშავების შემთხვევაში მრავალი კერძის მოსამზადებლად ვარგისია.დავიწყოთ დათვის სოკოთი. ეს არის ლამაზად შეფერილი ფრთხილად საჭმელი სოკო, რაც ნიშნავს, რომ უმად მისი მირთმევა არაფრით არ შეიძლება, მაგრამ 15-20 წუთი ხარშვის მერე ის უკვე უსაფრთხოა. შეგიძლიათ შეწვათ ან მოთუშოთ სხვა ინგრედიენტებთან ერთად. მაგალითად გააკეთოთ შემწვარი კარტოფილი ტყის სოკოთი. გაითვალისწინეთ, რომ სოკო მომზადებისას დაკარგავს თავის ფერს და გაყვითლდება – ეს ასეც უნდა იყოს, ნორმალურია.
წითელი ხავსის სოკო და ყვითელი ირმისტუჩა – არსებობს ხავსის სოკოების ბევრი სახეობა., მაგრამ ყველაზე ლამაზი წითელია. ის იშვიათად გვხვდება და მპოვნელს მისი სახლში წაბრძანება ეშინია. არადა ის უსაფრთხოა და კერძებშიც გამოიყენება.
მაგალითად, ხავსის სოკო შეგიძლიათ მოშუშოთ ან შეწვათ, გააკეთოთ მისი შიგთავსით ღვეზელები. მსუბუქი გემოს და არომატის წყალობით იდეალურია მარინადებსა და სოუსებში, ასევე შეგიძლიათ გაახმოთ და შეინახოთ. წითელ ხავსის სოკოს აგროვებენ აგვისტოდან სექტემბრამდე. ყველაზე ხშირად ეს ჯიში გვხვდება ფოთლოვან ტყეში, დაბალ ბალახში, ხავსის ახლოს.ყვითელი ირმისტუჩა მოგვაგონებს მელაკუდას. ესეც საჭმელი სოკოა, რომელსაც წინასწარ არ ჭირდება მოხარშვა. მელაკუდასგან განსხვავებით, საერთოდ არ აქვს სიმწარე, და მარინადში უკეთესი ტექსტურა აქვს. ეს სოკო გავრცელებულია ნორმალურ კლიმატში, ჩნდება ივნისში და ყინვებამდე მრავლდება.
ცისფერი რძიანა და ხარისფაშვა – ცისფერი რძიანა ძირითადად არყის ხის ტყეში იზრდება. მას მომზადებამდე აუცილებლად სჭირდება დამუშავება. ის ჯერ უნდა მოიხარშოს 15-20 წუთი, ან უნდა დაალბოთ რამდენიმე დღე.
გამოცდილი სოკოს მოყვარულები ამბობენ, რომ ეს არც ისე გემრიელი სოკო, მაგრამ კარგი იქნება კერძების გასამრავალფეროვნებად. დამუშავების შემდეგ სოკო შეგიძლიათ შეწვათ სხვა ინგრედიენტებთან ერთად.სახელწოდება ხარისფაშვა უკვე გვეუბნება რაღაცას. ვიზუალურად მან შეიძლება დააფრთხოს დამწყები სოკოს შემგროვებელი. მაგრამ იცოდეთ, რომ ხარისფაშვა უპრობლემოდ იჭმევა. აგროვებენ გასახმობად. ამ სოკოს არომატი თეთრი სოკოს არომატს მოგაგონებთ. ტყუილად არ უწოდებენ ამ სახეობას “სოკოების მეფეს”.
ხარისფაშვას აქვს მკვეთრად გამოხატული სოკო არომატი. მისგან აკეთებენ სოკოს ფხვნილს, რომელიც ბევრ კერძს აგემრიელებს. ამასთან, ხარისფაშვას აცხობენ, ახმობენ, წვავენ. თუ დაალბობთ გამხმარ სოკოს წყალს 8-10 საათი, ის პირვანდელ ფორმას დაიბრუნებს. ამ ღირსებას აფასებენ კულინარები და რთავენ ამ სოკოთი თავის კერძებს.
თქვენ ტყის რომელ სოკოს იცნობთ? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში…